https://sputnik-georgia.com/20240214/kopili-meugle-gaguda-da-xevshi-gadaagdo-mamakacs-18-wlit-patimroba-sheeparda-286313048.html
ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადაადგო - მამაკაცს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადაადგო - მამაკაცს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T17:22+0400
2024-02-14T17:22+0400
2024-02-14T17:22+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა თბილისში 2023 წლის 4 ივნისს მოხდა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამაკაცმა კუკიის დასახლებაში ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა და გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხევში გადააგდო.სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადაადგო - მამაკაცს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა თბილისში 2023 წლის 4 ივნისს მოხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამაკაცმა კუკიის დასახლებაში ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა და გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხევში გადააგდო.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.