საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ეწვევა

© Parliament of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხურვალე მხარდამჭერია.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მინისტრი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა. ილია დარჩიაშვილი თურქეთიდან ჯერ ვენეციაში გაემგზავრება.
საქართველო და თურქეთი, ისევე, როგორც საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერია ევროკავშირში შესვლის გზაზე და არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით.
როგორც ორბანმა 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპასთან დაახლოების შანსი - ეს არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ეს განცხადება ორბანმა ევროკავშირის დეკემბრის სამიტის წინ გააკეთა, რომლის დროსაც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0