https://sputnik-georgia.com/20240216/---------286341133.html
საქართველო და საუდის არაბეთი ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ
საქართველო და საუდის არაბეთი ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
საქართველომ და საუდის არაბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა. 16.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-16T09:44+0400
2024-02-16T09:44+0400
2024-02-16T00:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საუდის არაბეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286336328_0:183:2048:1335_1920x0_80_0_0_d95af72c484486a923d6f13c218e7e2e.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად იმუშაოს შეთანხმებაზე საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრაზე.საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი შთამბეჭდავ დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება, სადაც ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.საქართველომ და საუდის არაბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.საქართველოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ–ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, სადაც ოთხი ქვეყანა შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, აშშ–თან და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელთან.სააგენტოს ხელმძღვანელი: საუდის არაბეთს საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია >>სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მიერ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 100 მილიონ დოლარს შედგენს, რაც არაბული ქვეყნის რეალურ პოტენციალზე ნაკლებია.ხიდურელის თქმით, არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს გაცვლიან.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: საქართველო-საუდის არაბეთის ფორუმის მთავარი თემა>>ღონისძიების დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ საქმიანი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286336328_127:0:1938:1358_1920x0_80_0_0_5b74fde3516ee14bc723c04fa08da03a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
საქართველო და საუდის არაბეთი ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ
საქართველომ და საუდის არაბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად იმუშაოს შეთანხმებაზე საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრაზე.
საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი შთამბეჭდავ დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება, სადაც ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიზნეს ფორუმი ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
„საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საუდის არაბეთის სამეფოს, რათა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.
საქართველომ და საუდის არაბეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყეს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.
საქართველოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ–ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, სადაც ოთხი ქვეყანა შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, აშშ–თან და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელთან.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მიერ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 100 მილიონ დოლარს შედგენს, რაც არაბული ქვეყნის რეალურ პოტენციალზე ნაკლებია.
ხიდურელის თქმით, არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს გაცვლიან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ საქმიანი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.