https://sputnik-georgia.com/20240215/saudis-arabets-saqartveloshi-meti-investiciis-ganxorcieleba-sheuzlia-286334887.html
სააგენტოს ხელმძღვანელი: საუდის არაბეთს საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია
სააგენტოს ხელმძღვანელი: საუდის არაბეთს საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია
Sputnik საქართველო
არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T17:31+0400
2024-02-15T17:31+0400
2024-02-15T17:31+0400
საქართველო
აწარმოე საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საუდის არაბეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286332999_0:0:870:489_1920x0_80_0_0_81db1920fef2162aede2cba7e5904b1c.jpg
თბილისი, 15 თბილისი — Sputnik. საუდის არაბეთის მიერ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია იმ პოტენციალის დონეზე, რაც მას აქვს, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმზე.თბილისში ბიზნეს-ფორუმი იმართება, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა გახსნეს. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელ ფორუმზე საუდის არაბეთიდან ასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ.„დარწმუნებული ვართ, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ", - განაცხადა ხიდურელმა.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: საქართველო-საუდის არაბეთის ფორუმის მთავარი თემა>>>მისი თქმით, არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს გაცვლიან.ღონისძიების დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ საქმიანი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286332999_209:0:862:490_1920x0_80_0_0_97493883d2683a8f0da2e142608d83c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
სააგენტოს ხელმძღვანელი: საუდის არაბეთს საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია
არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
თბილისი, 15 თბილისი — Sputnik. საუდის არაბეთის მიერ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია იმ პოტენციალის დონეზე, რაც მას აქვს, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმზე.
თბილისში ბიზნეს-ფორუმი იმართება, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა გახსნეს. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.
„დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში არის დაახლოებით 100 მლნ დოლარის, რაც საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნეს-ფორუმი", - განაცხადა ხიდურელმა.
როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელ ფორუმზე საუდის არაბეთიდან ასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ.
„დარწმუნებული ვართ, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ", - განაცხადა ხიდურელმა.
მისი თქმით, არაბი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს გაცვლიან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ საქმიანი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს.