რა სახის დახმარებას იღებენ ონკოპაციენტები საქართველოში: დეტალები

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიოპერაცია
ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
2024 წლის მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა. 2022 წლის ნოემბრიდან უწყებამ ყველა პაციენტისთვის მკურნალობის (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარამდე გაზარდა. თუმცა, თებერვალში თბილისში სიმსივნით დაავადებულთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაფინანსება არ ჰყოფნით.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადეს უწყებაში.
გასული წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს სამინისტროს 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული კომპანიებით ისევ დაინტერესდა>>
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
2024 წლის მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ყველა ახალი ამბავი
0