https://sputnik-georgia.com/20240215/batumsi-gidebis-saertasoriso-konferencia-gaimarteba-286322243.html
ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველი ექსპერტების გამოსვლები 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T10:26+0400
2024-02-15T10:26+0400
2024-02-15T10:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარის მთავრობა
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/21/236592101_0:100:2001:1225_1920x0_80_0_0_cb6d15ad200dd5a4429a93cf2994574f.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. 21-22 თებერვალს ბათუმი პირველად გიდების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.კონფერენციაზე წარმოდგენილია ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია, ასევე პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაცია და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები.კონფერენციაში, ქართველ მომხსენებლებთან ერთად პორტუგალიის, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკისა და ისრაელის წარმომადგენლები, მოწვეული გიდები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელებთან, გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველ ექსპერტებთან ერთად პანელურ სესიებზე შემდეგი თემები იქნება განხილული:European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გასაოცარი ადგილია>>კონფერენციაზე დასწრება გიდებისათვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში აქტუალური გახდა პროფესიონალი გიდების დეფიციტის საკითხი. ტურიზმის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად გიდობას იწყებენ ისე, რომ შესაბამის მომზადებას არ გადიან. გარდა ამისა, პანდემიისა და სტაგნაციის პირობებში ტურიზმის სფეროში ბევრმა შეიცვალა შემოსავლის წყარო, რაც ასევე აისახა ბაზარზე.ტურისტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ჩაატარა უფასო ტრენინგები როგორც გიდებისთვის, ისე სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერებისთვის, კლინინგ-სამსახურების თანამშრომლებისთვის, მიმტანებისთვის და ადმინისტრატორებისთვის.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23659/21/236592101_116:0:1883:1325_1920x0_80_0_0_76c6f2de36dee1ba7415a383103cb400.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარის მთავრობა , აჭარა
ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველი ექსპერტების გამოსვლები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. 21-22 თებერვალს ბათუმი პირველად გიდების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
კონფერენციაზე წარმოდგენილია ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია, ასევე პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაცია და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები.
კონფერენციაში, ქართველ მომხსენებლებთან ერთად პორტუგალიის, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკისა და ისრაელის წარმომადგენლები, მოწვეული გიდები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელებთან, გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველ ექსპერტებთან ერთად პანელურ სესიებზე შემდეგი თემები იქნება განხილული:
გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი;
გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები;
ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.
კონფერენციაზე დასწრება გიდებისათვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის
ვებგვერდზე უნდა გაიარონ.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში აქტუალური გახდა პროფესიონალი გიდების დეფიციტის საკითხი. ტურიზმის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად გიდობას იწყებენ ისე, რომ შესაბამის მომზადებას არ გადიან. გარდა ამისა, პანდემიისა და სტაგნაციის პირობებში ტურიზმის სფეროში ბევრმა შეიცვალა შემოსავლის წყარო, რაც ასევე აისახა ბაზარზე.
ტურისტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ჩაატარა უფასო ტრენინგები როგორც გიდებისთვის, ისე სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერებისთვის, კლინინგ-სამსახურების თანამშრომლებისთვის, მიმტანებისთვის და ადმინისტრატორებისთვის.