https://sputnik-georgia.com/20240213/european-best-destinations-turistebs-batumshi-mogzaurobas-urchevs-286288960.html
European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გასაოცარი ადგილია
European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გასაოცარი ადგილია
Sputnik საქართველო
პოპულარული პლატფორმა ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T16:03+0400
2024-02-13T16:03+0400
2024-02-13T16:03+0400
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891810_3:0:2047:1150_1920x0_80_0_0_4e9fd8f97629235fc862742cf6b7c50c.jpg
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში აჭარის დედაქალაქი ევროპის 20 პოპულარულ მიმართულებას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.European Best Destinations-ი ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს და აცხადებს, რომ მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში ბათუმი არის გამორჩეული ადგილი.სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.European Best Destinations – ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებ-გვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891810_258:0:1791:1150_1920x0_80_0_0_8753fc84cdd9b7179f411d618a625ef6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გასაოცარი ადგილია
პოპულარული პლატფორმა ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის
დაასახელა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში აჭარის დედაქალაქი ევროპის 20 პოპულარულ მიმართულებას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.
„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი ბევრად გასაოცარი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკური ადგილია", - წერია სტატიაში.
European Best Destinations-ი ტურისტებს ბათუმის მონახულებას წლის ნებისმიერ პერიოდში ურჩევს და აცხადებს, რომ მდიდარი ისტორიითა და მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებითა და ერთ-ერთი გაბედული არქიტექტურით მთელ ევროპაში ბათუმი არის გამორჩეული ადგილი.
„მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სუბტროპიკული და ნოტიო ჰავაა, გამოირჩევა გამწვანებითაც. ბათუმს მე-19 საუკუნის ბოტანიკური ბაღი აქვს და გარშემო სამი ეროვნული პარკით არის შემოსაზღვრული, რომლებიც UNESCO-ს სიაშია შესული“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.
European Best Destinations – ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებ-გვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.