https://sputnik-georgia.com/20240210/tornike-rijvaze-mewyeri-asze-met-sofelsi-ganvitarda-286238881.html
თორნიკე რიჟვაძე: „მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში”
თორნიკე რიჟვაძე: „მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში”
Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რეგიონში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T20:15+0400
2024-02-10T20:15+0400
2024-02-10T21:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
სტიქიური მოვლენები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101329_0:0:1419:799_1920x0_80_0_0_860d7bf1be8ffbefd5683dff5cd15765.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.რეგიონში რამდენიემე დღეა სტიქია მძვინვარებს, ჩამოწოლილმა მეწყერმა და ზვავმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მისი თქმით, ასევე, შეფერხებები იყო როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.„სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, ასევე, 100-ზე მეტ მიმართულებაზე მოხდა გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება. რჩება დაახლოებით 10 შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დასრულებული”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.დამანგრეველი მეწყერი იმერეთში: სტიქიის ზონაში მცხოვრებლები კომპენსაციას მიიღებენ >>რიჟვაძის თქმით, სტიქიური მოვლენების პრევენციის, ან მათზე ადეკვარუტი რეაგირების მიზნით მომავალშიც გაგრძელდება მოსახლეობასთან ერთად მუშაობა.დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, ის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.პოლიციის ინსპექტორი თემურ ბარამიძე 6 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ჩამოწოლილ ზვავს 60-წლამდე ქალი ემსხვერპლა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101329_167:0:1351:888_1920x0_80_0_0_2dd5821e4aca44a2b6c49ce270a8d4a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , სტიქიური მოვლენები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , სტიქიური მოვლენები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
თორნიკე რიჟვაძე: „მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში”
20:15 10.02.2024 (განახლებულია: 21:01 10.02.2024) მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რეგიონში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონში რამდენიემე დღეა სტიქია მძვინვარებს, ჩამოწოლილმა მეწყერმა და ზვავმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში, შესაბამისად, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი და გეოლოგიური დასკვნების შედეგად, მოხდება შემდგომი დაკმაყოფილება ამ ოჯახების თანამედროვე უსაფრთხო საცხოვრისით”, - განაცხადა რჟვაძემ.
მისი თქმით, ასევე, შეფერხებები იყო როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
„სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, ასევე, 100-ზე მეტ მიმართულებაზე მოხდა გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება. რჩება დაახლოებით 10 შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დასრულებული”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძის თქმით, სტიქიური მოვლენების პრევენციის, ან მათზე ადეკვარუტი რეაგირების მიზნით მომავალშიც გაგრძელდება მოსახლეობასთან ერთად მუშაობა.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, ის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
პოლიციის ინსპექტორი თემურ ბარამიძე 6 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.
იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ჩამოწოლილ ზვავს 60-წლამდე ქალი ემსხვერპლა.