https://sputnik-georgia.com/20240209/mewyeri-ra-vitarebaa-acharasa-da-imeretshi-286207976.html
სასიკვდილო მეწყერი: რა ვითარებაა აჭარასა და იმერეთში
სასიკვდილო მეწყერი: რა ვითარებაა აჭარასა და იმერეთში
Sputnik საქართველო
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გუშინ დასრულდა. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T10:49+0400
2024-02-09T10:49+0400
2024-02-09T10:49+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
აჭარა
იმერეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/06/286135053_0:198:1280:918_1920x0_80_0_0_5bf75caf2b171cd1360e38bfe72d00d5.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები. მესამე დღეა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად იწმინდება.გუშინ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.ჭიათურაში მეწყერსაშიშროების გამო მაღაროები დაიკეტა>>>რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტს, სადაც მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გუშინ დასრულდა. ბაღდათის მუნიცილაპიტეტის მერის კახა ენუქიძის განცხადებით, კომუნიკაციებს აღდგენა დაიწყება გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე. დაზიანებულია როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე გაზგაყვანილობა და საავტომობილო გზები. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დაბრუნდებიან თუ არა დროებით გასახლებული ოჯახები საკუთარ სახლებში.ბოლო დღეებში საქართველოში მეწყერი რამდენიმე მუნიციაპილტეტში ჩამოწვა, მათგან ყველაზე დამანგრეველი 7 თებერვალს იმერეთში, ბაღდადის რაიონში იყო. სოფელ ნერგეეთში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა.უხვი ნალექის გამო, 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამშიც, ე.წ ზინდისის დასახლებაში მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა. მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია.ორი დღით ადრე მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილ მეწყერს და ზვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ასევე სამეგრელოში, გურიასა და შიდა ქართლში.
საქართველო
აჭარა
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/06/286135053_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_11fb88793eefc91ce579be2c75464873.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, აჭარა , იმერეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, აჭარა , იმერეთი , ახალი ამბები
სასიკვდილო მეწყერი: რა ვითარებაა აჭარასა და იმერეთში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გუშინ დასრულდა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები. მესამე დღეა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად იწმინდება.
გუშინ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტს, სადაც მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გუშინ დასრულდა.
ბაღდათის მუნიცილაპიტეტის მერის კახა ენუქიძის განცხადებით, კომუნიკაციებს აღდგენა დაიწყება გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე. დაზიანებულია როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე გაზგაყვანილობა და საავტომობილო გზები.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დაბრუნდებიან თუ არა დროებით გასახლებული ოჯახები საკუთარ სახლებში.
ბოლო დღეებში საქართველოში მეწყერი რამდენიმე მუნიციაპილტეტში ჩამოწვა, მათგან ყველაზე დამანგრეველი 7 თებერვალს იმერეთში, ბაღდადის რაიონში იყო. სოფელ ნერგეეთში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა.
უხვი ნალექის გამო, 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამშიც, ე.წ ზინდისის დასახლებაში მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა. მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია.
ორი დღით ადრე მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილ მეწყერს და ზვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ასევე სამეგრელოში, გურიასა და შიდა ქართლში.