ჭიათურაში მეწყერსაშიშროების გამო მაღაროები დაიკეტა

© photo : courtesy of Faig Huseynovსაბაგირო ჭიათურაში
საბაგირო ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
უხვი ნალექით წარმოქმნილ რისკებს გეოლოგები შეაფასებენ.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, მიზეზად უამინდობით შექმნილი საფრთხეები დასახელდა.
საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამინდობა იყო. ქარის, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმისა და თოვლის გამო მეწყრული პროცესები, ზვავები და წყალმოვარდნები გააქტიურდა.
„თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა, წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ.
უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა იმერეთის რეგიონი, სადაც მეწყერს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. აჭარის მთაში ორი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ასევე სამეგრელოში, გურიასა და შიდა ქართლში.
ყველა ახალი ამბავი
0