https://sputnik-georgia.com/20240209/cineti-saqartvelostan-urtiertobebs-ganamtkicebs-cinetis-premierma-kobaxizes-miuloca-286230646.html
ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს განამტკიცებს – ჩინეთის პრემიერმა კობახიძეს მიულოცა
ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს განამტკიცებს – ჩინეთის პრემიერმა კობახიძეს მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, ნათქვამია მთავრობის პროგრამაში. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T23:58+0400
2024-02-09T23:58+0400
2024-02-09T23:58+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286230287_0:201:3014:1897_1920x0_80_0_0_0e242cc718912a4ba708af6fe51bb8c4.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ჩინეთი მზადაა, გააღრმავოს თანამშრომლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ნათქვამია ჩინეთის პრემიერ–მინისტრის, ლი ჩიანგის ქართველი კოლეგის, ირაკლი კობახიძისთვის განკუთვნილ გზავნილში.საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.ირაკლი კობახიძემ თავისი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურ ზომებს გაატარებს, რადგანაც ამ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია ორვე ქვეყნისთვის.კობახიძე: საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს>>საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.დეპუტატი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას>>2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2022 წელს 25,8%–ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286230287_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2edce6e3e893e898e8240c678828c891.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს განამტკიცებს – ჩინეთის პრემიერმა კობახიძეს მიულოცა
საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ჩინეთი მზადაა, გააღრმავოს თანამშრომლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ნათქვამია ჩინეთის პრემიერ–მინისტრის, ლი ჩიანგის ქართველი კოლეგის, ირაკლი კობახიძისთვის განკუთვნილ გზავნილში.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„ამჟამად ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება. მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია ჩინეთის პრემიერს მისალოც გზავნილში.
ირაკლი კობახიძემ თავისი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურ ზომებს გაატარებს, რადგანაც ამ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია ორვე ქვეყნისთვის.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2022 წელს 25,8%–ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.