https://sputnik-georgia.com/20240208/kobaxidze-saqartvelo-chinettan-strategiul-partniorobas-gaagrmavebs-286190858.html
კობახიძე: საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს
კობახიძე: საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს
Sputnik საქართველო
საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T13:49+0400
2024-02-08T13:49+0400
2024-02-08T13:49+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040971_0:55:1280:776_1920x0_80_0_0_92a687b9fe1e8fd3510ed03c10cc54ce.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ზომებს მიიღებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, რადგანაც ამ თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ორივე ქვეყანას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040971_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_01e50261ace4e1e7d32ad80aa99361a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს
საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ზომებს მიიღებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, რადგანაც ამ თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ორივე ქვეყანას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
„მთავრობის აქტიური ძალისხმევა მიმართული იქნება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებაზე. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ამ თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ორივე ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია