პრემიერობის კანდიდატი: საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ღირსეულად ჩატარებას

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით, რომელიც გულისხმობს ბიულეტენების ავტომატურ წაკითხვას და ხმების დათვლას.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველა პირობას შექმნის იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
„ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი პირობების შექმნა, რათა არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხმის მიცემის ახალი სისტემა გადაჭრის ბევრ პრობლემას, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცედურებთან.
„იცით, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის პირველად ისტორიაში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, ამომრჩევლის 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული აპარატების მეშვეობით საარჩევნო უბნებზე, ასევე რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული აპარატების საშუალებით, რაც, ბუნებრივია, სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნების სათანადო პირობებში გამართვა ერთ-ერთი პირობაა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.
აქართველო OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას საპარლამენტო არჩევნებზე მოიწვევს>>
არჩევნებს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის იქნება მოწვეული OSCE/ODIHR-ის, ევროკავშირის და აშშ-ის სადამკვირვებლო მისიები.
ყველა ახალი ამბავი
0