საქართველო OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას საპარლამენტო არჩევნებზე მოიწვევს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
საქართველო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოწვევა საქართველოში თებერვლის ბოლომდე გაეგზავნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
„თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირ-ში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირ-ის დამკვირვებლებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე განაცხადეს.
ყველა ახალი ამბავი
0