https://sputnik-georgia.com/20240205/jasusi-mtresi-tavisufalia-286100689.html
ჯაშუში მტრედი თავისუფალია: ფრინველის დანაშაული არ დადასტურდა
ჯაშუში მტრედი თავისუფალია: ფრინველის დანაშაული არ დადასტურდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. მტრედი, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული, გაათავისუფლეს და ბუნებაში გაუშვეს, იუწყება ინდური... 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T13:09+0400
2024-02-05T13:09+0400
2024-02-05T11:44+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ინდოეთი
ჩინეთი
პოლიტიკა
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286100504_0:881:2048:2033_1920x0_80_0_0_62dac5880b3420c87acf53fa0cd3ca67.jpg
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. მტრედი, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული, გაათავისუფლეს და ბუნებაში გაუშვეს, იუწყება ინდური ტელეარხი ABP News სამართალდამცავებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლებას მტრედი რვა თვის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული და მხოლოდ ორგანიზაცია PETA-ს („ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის“) ჩარევის შემდეგ გათავისუფლეს.როგორც ირკვევა, ვეტერინარულმა კლინიკამ, სადაც ეჭვმიტანილი მტრედი იმყოფებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამართალდამცველებს „პატიმრის“ გათავისუფლების მოთხოვნით 29 იანვარს მიმართა. მეორე დღეს მტრედი ბუნებაში გაუშვეს, ვინაიდან ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება მოიშველიეს, რომლებიც ფრინველების ღია ცის ქვეშ თავისუფლად ცხოვრების უფლებას ადასტურებდა.გავრცელებული ინფორმაციით, მტრედი 2023 წლის მაისში დაიჭირეს პოლიციელებმა პერ-პაუს პორტში (მუმბაის გარეუბანი). ფრინველს ფეხებზე ორი რგოლი ეკეთა, ხოლო ფრთებზე ჩინური იეროგლიფები ჰქონდა მიხატული. პოლიციამ ის ჩინეთის ჯაშუშად მიიჩნია და ვეტერინარულ კლინიკაში გადააგზავნა.საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მტრედი ჩვეულებრივი „სპორტსმენი“ იყო − ის ტაივანში გამართულ რბოლაში მონაწილეობდა, საიდანაც „გაიქცა“ და ინდოეთში გაფრინდა.როგორც ჟურნალისტები წერენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის ინდოეთში, როდესაც პოლიცია მტრედებს აკავებს. ასე მაგალითად, 2016 წელს დაიჭირეს მტრედი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ მუქარის შემცველი წერილი ჰქონდა მიმაგრებული. მოგვიანებით, 2020 წელს, ქაშმირში ასევე ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს მტრედი, რომელიც საბოლოოდ პაკისტანელი მეთევზის საკუთრება აღმოჩნდა და რომელმაც „რაღაც მანქანებით“ თავისუფლად გადალახა ინდოეთ-პაკისტანის ძლიერად დაცული საზღვარი.
ინდოეთი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/05/286100504_0:476:2049:2012_1920x0_80_0_0_f49a1749f6cca171e68d674198fe231f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, შემთხვევები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, შემთხვევები
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. მტრედი, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული, გაათავისუფლეს და ბუნებაში გაუშვეს, იუწყება ინდური ტელეარხი
ABP News სამართალდამცავებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლებას მტრედი რვა თვის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული და მხოლოდ ორგანიზაცია PETA-ს („ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის“) ჩარევის შემდეგ გათავისუფლეს.
როგორც ირკვევა, ვეტერინარულმა კლინიკამ, სადაც ეჭვმიტანილი მტრედი იმყოფებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამართალდამცველებს „პატიმრის“ გათავისუფლების მოთხოვნით 29 იანვარს მიმართა. მეორე დღეს მტრედი ბუნებაში გაუშვეს, ვინაიდან ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება მოიშველიეს, რომლებიც ფრინველების ღია ცის ქვეშ თავისუფლად ცხოვრების უფლებას ადასტურებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მტრედი 2023 წლის მაისში დაიჭირეს პოლიციელებმა პერ-პაუს პორტში (მუმბაის გარეუბანი). ფრინველს ფეხებზე ორი რგოლი ეკეთა, ხოლო ფრთებზე ჩინური იეროგლიფები ჰქონდა მიხატული. პოლიციამ ის ჩინეთის ჯაშუშად მიიჩნია და ვეტერინარულ კლინიკაში გადააგზავნა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მტრედი ჩვეულებრივი „სპორტსმენი“ იყო − ის ტაივანში გამართულ რბოლაში მონაწილეობდა, საიდანაც „გაიქცა“ და ინდოეთში გაფრინდა.
როგორც ჟურნალისტები წერენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის ინდოეთში, როდესაც პოლიცია მტრედებს აკავებს. ასე მაგალითად, 2016 წელს დაიჭირეს მტრედი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ მუქარის შემცველი წერილი ჰქონდა მიმაგრებული. მოგვიანებით, 2020 წელს, ქაშმირში ასევე ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს მტრედი, რომელიც საბოლოოდ პაკისტანელი მეთევზის საკუთრება აღმოჩნდა და რომელმაც „რაღაც მანქანებით“ თავისუფლად გადალახა ინდოეთ-პაკისტანის ძლიერად დაცული საზღვარი.