https://sputnik-georgia.com/20240205/gamozieba-grzeldeba-vaxtang-gomelauri-asafetqebeli-mowyobilobis-tranzitze-286120493.html
გამოძიება გრძელდება - ვახტანგ გომელაური ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტზე
გამოძიება გრძელდება - ვახტანგ გომელაური ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტზე
Sputnik საქართველო
სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T23:30+0400
2024-02-05T23:30+0400
2024-02-06T01:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_0:26:1301:757_1920x0_80_0_0_cecd1290b120baa58001073104226357.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კარგი მუშაობისთვის, გამოძიების დასრულებამდე სხვა კომენტარები ზედმეტია“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა.ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.გამოძიების დეტალებიროგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დაასახელა >>კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_128:0:1171:782_1920x0_80_0_0_72ad3c4d4be74ab7ce9f81e9520dc98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
გამოძიება გრძელდება - ვახტანგ გომელაური ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტზე
23:30 05.02.2024 (განახლებულია: 01:23 06.02.2024) სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კარგი მუშაობისთვის, გამოძიების დასრულებამდე სხვა კომენტარები ზედმეტია“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
„ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური იძიებს და წინასწარ ჩემი განცხადებები არასწორი იქნება. სჯობს, განცხადება თავად გააკეთონ. ფაქტი რაც დადეს, ეს არის ფაქტი და რეალობა. ამოღებულია ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარეს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.