https://sputnik-georgia.com/20240205/gomelauria-mushaobis-mtavari-prioritetebi-daasaxela-286102324.html
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დაასახელა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით... 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T13:33+0400
2024-02-05T13:33+0400
2024-02-05T13:33+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_0:26:1301:757_1920x0_80_0_0_cecd1290b120baa58001073104226357.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთი სფეროს განვითარების ხედვებს წარუდგენენ.მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ხელმძღვანელობს „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით“ და უკვე წელს იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას“, - განაცხადა გომელაურმა.როგორც გომელაურმა აღნიშნა, შსს აქტიურად ავითარებს ანალიტიკურ საპოლიციო საქმიანობას.ამასთან, გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე, საგამოძიებო კომპონენტის გაფართოებასა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების სხვა რეფორმებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_128:0:1171:782_1920x0_80_0_0_72ad3c4d4be74ab7ce9f81e9520dc98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთი სფეროს განვითარების ხედვებს წარუდგენენ.
„შსს-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გომელაურმა.
მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ხელმძღვანელობს „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით“ და უკვე წელს იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების
გაუმჯობესებას“, - განაცხადა გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, შსს აქტიურად ავითარებს ანალიტიკურ საპოლიციო საქმიანობას.
„გასულ წელს სამინისტროს ყველა ტერიტორიული განყოფილება 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა“, - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე, საგამოძიებო კომპონენტის გაფართოებასა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების სხვა რეფორმებზე.