დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 თებერვალი

© Pexels / James Wheelerსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 4 თებერვალია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს ვარსკვლავებისა და პლანეტების წყალობით თითქოს ხელფეხშებორკილები ვიქნებით და გათავისუფლება ამ ბორკილებისგან ადვილი არ იქნება. მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, გახსნილი ვიყოთ სიახლეებისადმი, ვიყოთ მოქნილები და არ დავემალოთ უცნობ ადამიანებს. პრობლოემები გველოდება ურთიერთობებისგან – ირგვლივ მყოფები ვერ გაგვიგებენ. ამ დროს უნდა ვეცადოთ, ვიყოთ დიპლომატიური. ზოგადად, ჯობია, თუ სახლიდან არ გავალთ.
ვერძი: კარგი იქნება სახლიდან გასვლა და უცნობი ადგილების დათვალიერება. თუთუ მუშაობა გიწევთ, მეტი გზა არაა, უნდა იმუშაოთ, მაგრამ ეცადეთ, საინტერესო ამოცანები შეარჩიოთ და თან ისეთი რომელიც თქვენს ორგანიზებულობას მოითხოვს. არ იჩქაროთ – ყველაფერი მშვიდად გააკეთეთ და თითოეულ სიტყვაზე და ნაბიჯზე დაფიქრდით.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ, ახლა გააკეთეთ ის, რაც გაინტერესებთ, სადაც ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ – თქვენს გზაზე არაერთი ხაფანგი იქნება დაგებული და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ამ ხაფანგში არ გაებათ.
ტყუპი: გაგიჭირდებათ საერთო ენის პოვნა გარშემომყოფებთან. დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს მათ არაფერი ესმით და ვერ გიგებენ. ეს გაგაბრზებთ, ამიტომ აჯობებს, სერიოზულ თემებზე საუბარზე საერთოდ უარი თქვათ. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე და დაბრკოლებები აღიქვათ, როგორც გამოცდილების მიღების შანსი.
კირჩხიბი: კარგი იქნება, თუ სახლს მოაწესრიგებთ და გაალამაზებთ. მეტი სიმყუდროვისთვის შეგიძლიათ ცვლილებებიც შეიტანოთ ინტერიერში. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. არ იჩქაროთ და თვითმკურნალობას არ მიჰყოთ ხელი.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს თქვენში ავანტიურისტული სული გაიღვიძებს. ისე გინდათ საინტერესო თავგადასავალი, რომ სხვა გზა არაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეგიძლიათ თავს ამის უფლება მისცეთ – არაერთი სასიამოვნო და კაშკაშა ემოცია გელოდებათ. მაგრამ ურთიერთობებისას ფრთხილად იყავით – ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ.
ქალწული: დღეს უიღბლო დღე გაქვთ. პრობლემა შეგექმნებათ ყოველ ჯერზე, ამიტომ მათ გადასაწყვეტად გონების დაძაბვა მოგიწევთ. ეს დროსა და ენერგიას წაგართმევთ. კიდევ ერთი პრობლემაა ურთიერთობები, რადგან საერთო ენის პოვნა გაგიჭირდებათ. არ გაბრაზდეთ თანამოსაუბრეებზე – ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ თქვენი მხარდაჭერისთვის.
სასწორი: სახლიდან შორს ნუ წახვალთ, არ ღირს, რადგან იქ უსიამოვნებები გელოდებათ. თუ დაგეგმილი გაქვთ სადმე გამგზავრება, გააუქმეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, თავი არ მოაბეზროთ ადამიანებს – ისინი თქვენს ურთიერთობების დალაგების მცდელობას ვერ დაინახავენ. ურთიერთობა იქონიეთ მხოლოდ ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან.
მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2019
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები
მორიელი: გახსნილი იყავით სიახლეებისთვის – თქვენი მოქნილობა დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ კარგი გამოცდილებაცა და ახალი წინადადებებიც. მაგრამ ყველასთან ურთიერთობები არ ღირს – უცნობებთან მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლეთ. ასტროლოგები ფულის დახარჯვას არ გირჩევენ – ის შეიძლება სულ მალე დაგჭირთ მნიშვნელოვანი საქმისთვის.
მშვილდოსანი: არ ღირს ყველა დახურულ კარზე კაკუნი – ისინი არ გაიღება და თქვენ კი დროსა და ენერგიას ფუჭად დახარჯავთ. ჯობია, გააკეთოთ რამე ჩვეული და ახალს ნუ შეეჭიდებით. არასასურველია ურთიერთობები – დღეს თანამოსაუბრეები ვერ გაგიგებენ. თუ მნიშვნელოვანია რამე, რამდენჯერმე გაიმეორეთ და თუ არა, ზედმეტად ნუ დაიძაბებით.
თხის რქა: ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობები. გონება ხშირად იტყვის მუშაობაზე უარს, ამიტომ მნიშვნელოვანი აზრები და პასუხები დაგვიანებით მოვა. ჯობია, საქმიანი მოლაპარაკებები გადადოთ, ახლობლებთან კი რამდენიც გინდათ, იმდენი ილაპარაკეთ. მთავარი დღეს თქვენთვის ისაა, რომ ცუდ ხასიათზე არ იყოთ და ცხვირი არ ჩამოუშვათ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მერწყული: არ ღირს მომავალზე ფიქრი და მით უმეტეს, გეგმების დაწყობა. დიდი ალბათობით, გარემოებები ამ გეგმებს დაამსხვრევს და თქვენ კი ხასიათი გაგიფუჭდებათ. ჯობია, სიახლეებისთვის გახსნილი იყოთ და ადგილზე იმპროვიზაციებს მიმართოთ – ეს შესანიშნავი ტაქტიკა იქნება. ფული ეკონომიურად ხარჯეთ – დღეს არის რისკი, რომ ის ქარს გაატანოთ.
თევზები: ბევრი რამის მოთმენა მოგიწევთ იმის მიუხედავად, რომ შიგნიდან „ცეცხლით დაიწვებით“. ნეგატივი დახარჯეთ სპორტულ დარბაზში, ან, მაგალითად, კარაოკეში. იქიდან სრულიად განახლებული ენერგიით გამოხვალთ. გეგმების დაწყობა არ ღირს. ჯობია იმპროვიზირება და გარემოებებზე ადგილზე მორგება – ასე ბევრს მიაღწევთ.
ყველა ახალი ამბავი
0