საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაცია 2024 წელს დასრულდება - ბოლო სიახლეები

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის სადგური სამტრედიაში.
რკინიგზის სადგური სამტრედიაში. - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2024
გამოწერა
საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მიზნით კვლევები ტარდება
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რკინიგზისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, 2024 წელს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პროგრამაში.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მისი გაფართოების სამუშაოები9 მიმდინარეობს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა“, - წერია პროგრამაში.
გარდა ამისა, ტარდება ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების კვლევები, რომელთა ფარგლებში შეფასდება საქართველოს სარკინიგზო სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობა, მომზადდება ბაზრის ანალიზი სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო მომსახურებაზე მოთხოვნის შესაფასებლად და ასევე შემუშავდება სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმა ჩქაროსნული სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებისთვის.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მონაწილეთა შეფასებით, საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება, ასევე მოხდება 1 მილიონამდე მგზავრის გადაზიდვა.
2020 წლის იანვარში ამ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს გავლით უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები ამოქმედდა.
ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფანში - პრემიერი მსხვილი პროექტების შესახებ >>
ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.
უკვე დასრულებულია ექვსი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელის, რომლის სიგრძეა 8,3 ათასი მეტრი. აქედან ორი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს, სამის შემთხვევაში ჩაბარებისთვის მზადება მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია.
სარჯველაძე: ჩინეთის ფაქტორის გარეშე შუა დერეფანი არარეალურია >>
საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს, ხოლო კონტროლს სამშენებლო სამუშაოებზე - საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული კომპანია ILF and DB International Consortium.
ყველა ახალი ამბავი
0