https://sputnik-georgia.com/20231130/logistikuri-kavsirebis-gaumjobeseba-sua-derefansi-premieri-msxvili-proeqtebis-sesaxeb-284626331.html
ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფანში - პრემიერი მსხვილი პროექტების შესახებ
ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფანში - პრემიერი მსხვილი პროექტების შესახებ
Sputnik საქართველო
შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი... 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T21:28+0400
2023-11-30T21:28+0400
2023-11-30T21:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_f9fee1f12de5a127c327f44982f964ee.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველო მზადაა განახორციელოს მასშტაბური პროექტები შუა დერეფანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გასაუმჯობესებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) კონფერენციის გახსნაზე.2023 წელს საქართველო CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა და 30 ნოემბერს თბილისში CAREC-ის 22-ე მინისტერიალს უმასპინძლა.დაგეგმილ პროექტებს შორის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას შეუწყობს ხელს.საუბარია ვაზიანში ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე. ამჟამად მიმდინარეობს წამყვანი არქიტექტორების და არქიტექტორული ჯგუფების და კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.როგორც ღარიბაშვილმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც არაუგვიანეს 2024 წლისა უნდა დადგინდეს.ღარიბაშვილმა ბაქოს სამიტზე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა >>>საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ის წლიურ ტვირთბრუნვას გააორმაგებს და წელიწადში 48 მლნ ტონას მიაღწევს.საუბარია ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტზე. პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია.„ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავ აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ისახავს მიზნად, განცხადა მან.შუა დერეფანიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარებაზე შეთანხმდნენ>>საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_103:132:1348:1066_1920x0_80_0_0_bb86ca5021a15eb91afec0737a48377a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფანში - პრემიერი მსხვილი პროექტების შესახებ
შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველო მზადაა განახორციელოს მასშტაბური პროექტები შუა დერეფანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გასაუმჯობესებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) კონფერენციის გახსნაზე.
2023 წელს საქართველო CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა და 30 ნოემბერს თბილისში CAREC-ის 22-ე მინისტერიალს უმასპინძლა.
„იმ პირობებში, როდესაც შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დაგეგმილ პროექტებს შორის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საუბარია ვაზიანში ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობაზე. ამჟამად მიმდინარეობს წამყვანი არქიტექტორების და არქიტექტორული ჯგუფების და კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
როგორც ღარიბაშვილმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც არაუგვიანეს 2024 წლისა უნდა დადგინდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ის წლიურ ტვირთბრუნვას გააორმაგებს და წელიწადში 48 მლნ ტონას მიაღწევს.
საუბარია ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტზე. პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია.
„ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავ აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები, ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ისახავს მიზნად, განცხადა მან.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.