საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარებაზე შეთანხმდნენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaგურამ გურამიშვილი და სეტჟან აბლალიევი
გურამ გურამიშვილი და სეტჟან აბლალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ და ყაზახეთმა „შუა დერეფნის" განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
დამატებებს 2022 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაში, რომელიც 2022–2027 წლებში „შუა დერეფნის" განვითარების საგზაო რუკას წარმოადგენს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მოეწერა - დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა.
დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.
„დღეს არსებულ „საგზაო რუკას" დაემატა ღონისძიებები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურის კომპონენტის გაძლიერებას და სიმძლავრის გაზრდას“, - განაცხადა გურამიშვილმა.
მისი თქმით, შეთანხმება გაზრდის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება საქართველოსა და ყაზახეთის და „შუა დერეფნის" სამომავლო პოზიციონირებაზე და გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში.
„საგზაო რუკას" 2022–2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფანთან" დაკავშირებით>>>
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0