https://sputnik-georgia.com/20240203/saqartvelos-skolebsi-cvlilebebi-igegmeba-ziritadi-siaxleebi-286086305.html
საქართველოს სკოლებში ცვლილებები იგეგმება - ძირითადი სიახლეები
საქართველოს სკოლებში ცვლილებები იგეგმება - ძირითადი სიახლეები
Sputnik საქართველო
გარდა ამისა, დაიწყება სკოლების შემოწმება განათლების ხარისხზე. 03.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-03T23:26+0400
2024-02-03T23:26+0400
2024-02-03T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250516830_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_86f0cb9815933971d77f1f2228fb1e39.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სასკოლო განათლების ახალ მოდელზე დაიწყებს მუშაობას, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.მთავარი სიახლე იქნება ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლა. გარდა ამისა, დაიწყება სკოლების შემოწმება განათლების ხარისხზე.დაიწყება აკადემიური შედეგების სადიაგნოსტიკო შეფასებები, რაც გულისხმობს სკოლის ანგარიშვალდებულებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან მიმართებით.ეროვნული სასწავლო გეგმა გადამუშავდება, შემუშავდება საშუალო განათლების ახალი კონცეფცია. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.ბაკალავრის დიპლომი სამ წელში: რას გეგმავს განათლების სამინისტრო>>ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინკლუზიური განათლების განვითარებას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული.დაიხვეწება განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების არსებული მექანიზმები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით განახლდება ალტერნატიული კურიკულუმები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.დღეისათვის საქართველოში 2296 სკოლაა, სადაც 634,3 ათასი მოსწავლე სწავლობს. სკოლების უმრავლესობა თბილისში მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250516830_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_6adc415a3be22196029c3eac2768dd64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა
საქართველოს სკოლებში ცვლილებები იგეგმება - ძირითადი სიახლეები
გარდა ამისა, დაიწყება სკოლების შემოწმება განათლების ხარისხზე.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სასკოლო განათლების ახალ მოდელზე დაიწყებს მუშაობას, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
მთავარი სიახლე იქნება ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლა. გარდა ამისა, დაიწყება სკოლების შემოწმება განათლების ხარისხზე.
დაიწყება აკადემიური შედეგების სადიაგნოსტიკო შეფასებები, რაც გულისხმობს სკოლის ანგარიშვალდებულებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან მიმართებით.
ეროვნული სასწავლო გეგმა გადამუშავდება, შემუშავდება საშუალო განათლების ახალი კონცეფცია. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინკლუზიური განათლების განვითარებას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული.
დაიხვეწება განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების არსებული მექანიზმები და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით განახლდება ალტერნატიული კურიკულუმები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
დღეისათვის საქართველოში 2296 სკოლაა, სადაც 634,3 ათასი მოსწავლე სწავლობს. სკოლების უმრავლესობა თბილისში მდებარეობს.