ბაკალავრის დიპლომი სამ წელში: რას გეგმავს განათლების სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerტექნიკური უნივერსიტეტი
ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქედან 19 საჯარო, 32 კი კერძო. უნივერსიტეტების უმეტესობა თბილისში მდებარეობს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატზე სწავლის ხანგრძლივობა შეიძლება ოთხიდან სამ წლამდე შემცირდეს, იუწყება სააგენტო BPN სააგენტო.
ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც დაადასტურეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საკითხი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების რექტორებთან უკვე განიხილეს. 2023 წლის 23 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილეს ბაკალავრიატის სასწავლო პროცესის ოთხიდან სამ წლამდე შემცირების საკითხი.
ქვეყანაში არსებული უმაღლესი სასწავლებლები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში რიგი სასწავლო კურსი ოთხი წლის ნაცვლად სამ წელს გრძელდება.
ბაკალავრის ხარისხი არის სრულფასოვანი უმაღლესი განათლება მსოფლიო სტანდარტების დონეზე. სრულ განაკვეთზე სწავლის სტანდარტული პერიოდი ოთხი წელია. ბაკალავრი იღებს ზოგად ფუნდამენტურ და სპეციალიზებულ პრაქტიკულ მომზადებას, რომელიც საკმარისია პროფესიული ამოცანების შესასრულებლად.
საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.
საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქედან 19 საჯარო, 32 კი კერძო. უნივერსიტეტების უმეტესობა თბილისში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0