https://sputnik-georgia.com/20240203/saqartvelo-2024-wels-tavisufali-vawrobis-sesaxeb-molaparakebebs-koreastan-gamartavs-286080338.html
საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს კორეასთან დაიწყებს
საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს კორეასთან დაიწყებს
Sputnik საქართველო
საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე. 03.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-03T12:12+0400
2024-02-03T12:12+0400
2024-02-03T12:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
სამხრეთი კორეა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/26/227762684_0:238:2797:1811_1920x0_80_0_0_63786489198118ab37539236f523d001.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან დაიწყებს, შემდეგ კი ისრაელთან, ნათქვამია საქართველოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობას დამატებითი გადასახადების გარეშე.პროგრამის მიხედვით, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და კონსულტაციები ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან – პრემიერი>>გარდა ამისა, საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე.დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც ოთხ ქვეყანას მოიცავს.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22776/26/227762684_32:0:2763:2048_1920x0_80_0_0_fd36c4b96973fd4a08b70cdebab04d62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სამხრეთი კორეა , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, სამხრეთი კორეა , საქართველოს მთავრობა
საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს კორეასთან დაიწყებს
საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე.
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველო 2024 წელს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან დაიწყებს, შემდეგ კი ისრაელთან, ნათქვამია საქართველოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობას დამატებითი გადასახადების გარეშე.
პროგრამის მიხედვით, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და კონსულტაციები ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
გარდა ამისა, საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე.
დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც ოთხ ქვეყანას მოიცავს.