https://sputnik-georgia.com/20240203/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-3-tebervali--286060055.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 თებერვალი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 თებერვალი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 03.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-03T00:15+0400
2024-02-03T00:15+0400
2024-02-03T08:50+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/17/245711799_0:68:1365:836_1920x0_80_0_0_6c2e9c58c10390b6d1f1ee6bd8ad0ee3.jpg
დღეს 2024 წლის 3 თებერვალია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს. დღეს მისტიკური ძალებით აღვივსებით და ვანგას „პროფესიას შევითავსებთ". შევძლებთ ჩვენი და სხვების მომავლის განჭვრეტას. ეს ერთდღიანი ნიჭი უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეა, მუშაობა მაინც მოგვიწევს და ეს კარიერულ კიბეზე წინ წაწევაში, მიზანთან დაახლოებაში დაგვეხმარება. მაგრამ მთელი დღე მუშაობა საჭირო არაა. აუცილებელია ინტუიციის გამოღვიძება და მნიშვნელოვანი და მართალი ინფორმაციების ყალბისგან გარჩევა. ინტუიციის ნდობა შეგვიძლია. ვერძი: არ ღირს იმ საქმეებთან შეჭიდება, რომელთა დამთავრებას საღამომდე ვერ მოასწრებთ - ხვალ ამისთვის დრო არ გექნებათ. ამიტომ შეარჩიეთ მხოლოდ მცირე და მსუბუქი ამოცანები. ასტროლოგები ყველაფერში სიფრთხილეს გირჩევენ - არის ტრავმის მიღებისა და უსიამოვნო ისტორიაში მოხვედრის რისკი. კურო: მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან - ეს სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. მათთან ერთად შეარჩიეთ ადგილი ბუნებაში ან მცირე მოგზაურობა მოაწყვეთ - დაიმუხტებით პოზიტიური ემოციებით. ასე სასიამოვნო უქმე დღეს გაატარებთ. ასტროლოგები უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებს არ გირჩევენ - მათ შორის, შესაძლოა, თაღლითები იყვნენ. ტყუპი: არ ღირს თქვენი კომფორტის ზონიდან ცხვირის გამოყოფა. თქვენ ზონაში ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებით დატკბით. დღეს ყველანაირი სტრესი თავიდან უნდა აიცილოთ, უნდა მოდუნდეთ და ენერგიით აივსოთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეამოწმოთ თქვენი გეგმები და სამუშაო, რათა გამორიცხოთ გამოუსწორებელი შეცდომა. კირჩხიბი: ყველანაირ მოცემულ შესაძლებლობას უნდა ჩაეჭიდოთ. ეს შანსები დაგეხმარებათ არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერაშიც, ასე რომ, ბევრი ფიქრი საჭირო არაა. ასტროლოგები მაქსიმალურ ურთიერთობებს გირჩევენ - ახლა შეიძლება მნიშვნელოვანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც ძალზე მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ. ლომი: დღეს ნამდვილად ღირს, რომ ოჯახი მრგვალ მაგიდასთან შეკრიბოთ და მათთან ერთად ყველა პრობლემა განიხილოთ. მაგრამ ეს გარკვეული დოზით გააკეთეთ და ყველა პრეტენზია ერთდროულად არ გამოთქვათ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ახლობლებსაც აქვთ თავიანთი სათქმელი. ეს მშვიდად აღიქვით - არც თქვენ ხართ იდეალური. წაგადგებათ სახლში ფუსფუსი - ეს ერთგვარი მედიტაცია იქნება. ქალწული: საოცარი შესაძლებლობების დღე გელოდებათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ ამ დღისგან, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ახალ შესაძლებლობებს ბევრ რამეზე თქვენი შეხედულებების შეცვლა შეუძლია. არაფერს შეუშინდეთ - ასე პიროვნულად გაიზრდებით. ასტროლოგები მეგობრებთან ერთად მინი-მოგზაურობაში გამგზავრებას გირჩევენ. წინ დიდი ემოციები გელოდებათ. სასწორი: დღეს ძალზე სერიოზული უნდა იყოთ. ეს კარიერული კუთხით დაგეხმარებათ. მართალია, უქმე დღეა, მაგრამ მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ არ ღირს მთელი დღე საქმეების კეთება - რამდენიმე საათი სრულიად საკმარისია. ასტროლოგები გირჩევენ, ძველი პრობლემები და საკითხები წარსულს ჩააბაროთ, მანამდე კი ახლის დაწყება არ ღირს. მორიელი: უქმე დღის მიუხედავად, შრომა მოგიწევთ. ეს გაწყობთ კიდეც - არის კარიერულ კიბეზე წინსვლის შესაძლებლობა. ასე რომ, შეუდექით საქმიანობას და გაარკვიეთ, როდის იქნება სამსახურში თათბირი - ეს მნიშვნელოვანია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დღეს საკუთარი აზრის გამოთქმა ხმამაღლა და თამამად შეგიძლიათ. მშვილდოსანი: მოერიდეთ ყველაფერ ახალს - ეს ასტროლოგების კატეგორიული რჩევაა, რადგან ახალი არაერთ პრობლემას მოგიტანთ. ასე რომ, მიხედეთ სახლის საქმეებს და კარგად ნაცნობ ამოცანებს. არ ღირს სადმე გამგზავრება - დადებით ემოციებს ნეგატიური წაშლის. დაითვალეთ ფული - დაფიქრდით, ბოლო დროს ბევრს ხარჯავთ და ეს თქვენს ბიუჯეტზე ცუდად აისახება. თხის რქა: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ფიქრებსა და სურვილებს - ეს დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების შედგენაში, რომელთა უმრავლესობას „ახდენა უწერია". ასტროლოგები გირჩევენ, კრიტიკულად იაზროვნოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ განაცალკევოთ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციები უმნიშვნელო და ყალბი ინფორმაციებისგან. მერწყული: საკუთარ მოსაზრებებს გადახედეთ - შესაძლოა, იმდენი გამოცდილება დაგიგროვდათ, რომ ეს აზრები უკვე კარგად მოძველდა. დაისახეთ ახალი მიზნები და არ შეუშინდეთ შეცდომებს. არცთუ საუკეთესო გადაწყვეტილებაა საკუთარი აზრებისა და იდეების გამოთქმა. ახლა სერიოზულად არავინ აღგიქვამთ, უბრალოდ, ძალას დაკარგავთ. გაცნობა კი ძალიან წაგადგებათ - უცნობი ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ თქვენ ცხოვრებაში. თევზები: ენდეთ თქვენს ალღოს. ის სწორ გზას გიჩვენებთ და პრობლემებს აგარიდებთ თავიდან. გაიგებთ მრავალ ახალ ამბავს, მაგრამ შეძლებთ, რომ ნამდვილი ყალბისგან განასხვავოთ - ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ასტროლოგები დასვენებას გირჩევენ - დღეს მუშაობაზე ფიქრიც არ ივარგებს. ჯობია, მომავალზე იოცნებოთ.
https://sputnik-georgia.com/20171213/horoskopi-sacduneblisa-ris-winaSe-arian-uZluri-zodiaqos-niSnebi-238510389.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
https://sputnik-georgia.com/20220607/zodiaqo-iumoristuli-daxasiateba-267206791.html
https://sputnik-georgia.com/20190704/vin-iyaviT-wina-cxovrebaSi-zodiaqos-niSani-245817449.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/17/245711799_81:0:1285:903_1920x0_80_0_0_b7a06f90f07e4d9d2b8c717bf2206ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 თებერვალი
00:15 03.02.2024 (განახლებულია: 08:50 03.02.2024) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 3 თებერვალია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს მისტიკური ძალებით აღვივსებით და ვანგას „პროფესიას შევითავსებთ". შევძლებთ ჩვენი და სხვების მომავლის განჭვრეტას. ეს ერთდღიანი ნიჭი უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეა, მუშაობა მაინც მოგვიწევს და ეს კარიერულ კიბეზე წინ წაწევაში, მიზანთან დაახლოებაში დაგვეხმარება. მაგრამ მთელი დღე მუშაობა საჭირო არაა.
აუცილებელია ინტუიციის გამოღვიძება და მნიშვნელოვანი და მართალი ინფორმაციების ყალბისგან გარჩევა. ინტუიციის ნდობა შეგვიძლია.
ვერძი: არ ღირს იმ საქმეებთან შეჭიდება, რომელთა დამთავრებას საღამომდე ვერ მოასწრებთ - ხვალ ამისთვის დრო არ გექნებათ. ამიტომ შეარჩიეთ მხოლოდ მცირე და მსუბუქი ამოცანები. ასტროლოგები ყველაფერში სიფრთხილეს გირჩევენ - არის ტრავმის მიღებისა და უსიამოვნო ისტორიაში მოხვედრის რისკი.
კურო: მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან - ეს სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. მათთან ერთად შეარჩიეთ ადგილი ბუნებაში ან მცირე მოგზაურობა მოაწყვეთ - დაიმუხტებით პოზიტიური ემოციებით. ასე სასიამოვნო უქმე დღეს გაატარებთ. ასტროლოგები უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებს არ გირჩევენ - მათ შორის, შესაძლოა, თაღლითები იყვნენ.
ტყუპი: არ ღირს თქვენი კომფორტის ზონიდან ცხვირის გამოყოფა. თქვენ ზონაში ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებით დატკბით. დღეს ყველანაირი სტრესი თავიდან უნდა აიცილოთ, უნდა მოდუნდეთ და ენერგიით აივსოთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეამოწმოთ თქვენი გეგმები და სამუშაო, რათა გამორიცხოთ გამოუსწორებელი შეცდომა.
კირჩხიბი: ყველანაირ მოცემულ შესაძლებლობას უნდა ჩაეჭიდოთ. ეს შანსები დაგეხმარებათ არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერაშიც, ასე რომ, ბევრი ფიქრი საჭირო არაა. ასტროლოგები მაქსიმალურ ურთიერთობებს გირჩევენ - ახლა შეიძლება მნიშვნელოვანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც ძალზე მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ.
ლომი: დღეს ნამდვილად ღირს, რომ ოჯახი მრგვალ მაგიდასთან შეკრიბოთ და მათთან ერთად ყველა პრობლემა განიხილოთ. მაგრამ ეს გარკვეული დოზით გააკეთეთ და ყველა პრეტენზია ერთდროულად არ გამოთქვათ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ახლობლებსაც აქვთ თავიანთი სათქმელი. ეს მშვიდად აღიქვით - არც თქვენ ხართ იდეალური. წაგადგებათ სახლში ფუსფუსი - ეს ერთგვარი მედიტაცია იქნება.
ქალწული: საოცარი შესაძლებლობების დღე გელოდებათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ ამ დღისგან, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ახალ შესაძლებლობებს ბევრ რამეზე თქვენი შეხედულებების შეცვლა შეუძლია. არაფერს შეუშინდეთ - ასე პიროვნულად გაიზრდებით. ასტროლოგები მეგობრებთან ერთად მინი-მოგზაურობაში გამგზავრებას გირჩევენ. წინ დიდი ემოციები გელოდებათ.
სასწორი: დღეს ძალზე სერიოზული უნდა იყოთ. ეს კარიერული კუთხით დაგეხმარებათ. მართალია, უქმე დღეა, მაგრამ მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ არ ღირს მთელი დღე საქმეების კეთება - რამდენიმე საათი სრულიად საკმარისია. ასტროლოგები გირჩევენ, ძველი პრობლემები და საკითხები წარსულს ჩააბაროთ, მანამდე კი ახლის დაწყება არ ღირს.
მორიელი: უქმე დღის მიუხედავად, შრომა მოგიწევთ. ეს გაწყობთ კიდეც - არის კარიერულ კიბეზე წინსვლის შესაძლებლობა. ასე რომ, შეუდექით საქმიანობას და გაარკვიეთ, როდის იქნება სამსახურში თათბირი - ეს მნიშვნელოვანია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დღეს საკუთარი აზრის გამოთქმა ხმამაღლა და თამამად შეგიძლიათ.
მშვილდოსანი: მოერიდეთ ყველაფერ ახალს - ეს ასტროლოგების კატეგორიული რჩევაა, რადგან ახალი არაერთ პრობლემას მოგიტანთ. ასე რომ, მიხედეთ სახლის საქმეებს და კარგად ნაცნობ ამოცანებს. არ ღირს სადმე გამგზავრება - დადებით ემოციებს ნეგატიური წაშლის. დაითვალეთ ფული - დაფიქრდით, ბოლო დროს ბევრს ხარჯავთ და ეს თქვენს ბიუჯეტზე ცუდად აისახება.
თხის რქა: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ფიქრებსა და სურვილებს - ეს დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების შედგენაში, რომელთა უმრავლესობას „ახდენა უწერია". ასტროლოგები გირჩევენ, კრიტიკულად იაზროვნოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ განაცალკევოთ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციები უმნიშვნელო და ყალბი ინფორმაციებისგან.
მერწყული: საკუთარ მოსაზრებებს გადახედეთ - შესაძლოა, იმდენი გამოცდილება დაგიგროვდათ, რომ ეს აზრები უკვე კარგად მოძველდა. დაისახეთ ახალი მიზნები და არ შეუშინდეთ შეცდომებს. არცთუ საუკეთესო გადაწყვეტილებაა საკუთარი აზრებისა და იდეების გამოთქმა. ახლა სერიოზულად არავინ აღგიქვამთ, უბრალოდ, ძალას დაკარგავთ. გაცნობა კი ძალიან წაგადგებათ - უცნობი ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ თქვენ ცხოვრებაში.
თევზები: ენდეთ თქვენს ალღოს. ის სწორ გზას გიჩვენებთ და პრობლემებს აგარიდებთ თავიდან. გაიგებთ მრავალ ახალ ამბავს, მაგრამ შეძლებთ, რომ ნამდვილი ყალბისგან განასხვავოთ - ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ასტროლოგები დასვენებას გირჩევენ - დღეს მუშაობაზე ფიქრიც არ ივარგებს. ჯობია, მომავალზე იოცნებოთ.