დეპუტატი: „ნაცმოძრაობამ" შეიძლება საპარლამენტო არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა" ჩიხშია მოქცეული, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ შეიძლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერც მიაღწიოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
„იმდენად მძიმე ვითარებაშია „ნაცმოძრაობა“, რომ შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდეც კი ვერ მიაღწიოს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალ ძალას ქმნიან, ეს არის სრულიად ფარსი. სწორედ ამ ადამიანების სახელ-გვარები და ის საქმეები, რაც ამ ადამიანებს აქვთ გაკეთებული, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება“, - განაცხადა მიქანაძემ.
2023 წლის ბოლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა და ყოფილმა გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან".
„ეს არის ხელოვნური გამიჯვნა. ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიექანება ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს", - აღნიშნა მიქანაძემ.
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს>>>
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“.
ყველა ახალი ამბავი
0