https://sputnik-georgia.com/20240125/kobaxidze-qartuli-ocneba-sakonstitucio-umravlesobas-moipovebs-285886136.html
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები პარლამენტში 30-35 მანდატს მიიღებენ, ვარაუდობს პოლიტიკოსი. 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T14:49+0400
2024-01-25T14:49+0400
2024-01-25T14:52+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437782_0:188:2048:1341_1920x0_80_0_0_105d82b704e239ef49d179a23f6e22b8.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" აქვს ყველა შანსი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლეიბორისტული პარტია", „ევროპული საქართველო".„ასეთია დღევანდელი სურათი. დაახლოებით ცხრა თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის" ეთერში.„ხალხის ძალა": კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საქართველოში „ნიურნბერგის პროცესი" უნდა მოუწყონ>>>კობახიძის თქმით, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული წილის ხელოვნურად კლება მათი სატელიტების გაძლიერების მიზნით.„ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა იმაშია, რომ თუ კიდევ ცოტა ქვემოთ დაიწევს „ნაცმოძრაობა“, სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად, „ლელო“ ან „ლელოსთან“ ერთად შექმნილი გაერთიანება, შეიძლება 5%-ზე ზემოთ ამოიწიოს", - განაცხადა კობახიძემ. 2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437782_414:173:2005:1366_1920x0_80_0_0_5595c6a6c1489a62652cbda1dd143945.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
14:49 25.01.2024 (განახლებულია: 14:52 25.01.2024) „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები პარლამენტში 30-35 მანდატს მიიღებენ, ვარაუდობს პოლიტიკოსი.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" აქვს ყველა შანსი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო რბოლის ლიდერია.
„რეალურად, არსებული კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ბოლო მონაცემებით, გვქონდა 59% ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ორი პარტია რომ ავიღოთ - მივიღებთ 30-35 მანდატს", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლეიბორისტული პარტია", „ევროპული საქართველო".
„ასეთია დღევანდელი სურათი. დაახლოებით ცხრა თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის" ეთერში.
კობახიძის თქმით, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული წილის ხელოვნურად კლება მათი სატელიტების გაძლიერების მიზნით.
„ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა იმაშია, რომ თუ კიდევ ცოტა ქვემოთ დაიწევს „ნაცმოძრაობა“, სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად, „ლელო“ ან „ლელოსთან“ ერთად შექმნილი გაერთიანება, შეიძლება 5%-ზე ზემოთ ამოიწიოს", - განაცხადა კობახიძემ.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“.