https://sputnik-georgia.com/20240131/vinromel-pakets-airchevs-respublikuris-eqimebs-mosapiqreblad-dro-gauzardes-286013856.html
ვინ რომელ პაკეტს აირჩევს: რესპუბლიკურის ექიმებს მოსაფიქრებლად დრო გაუგრძელეს
ვინ რომელ პაკეტს აირჩევს: რესპუბლიკურის ექიმებს მოსაფიქრებლად დრო გაუგრძელეს
Sputnik საქართველო
კლინიკის პერსონალისთვის არჩევანის გასაკეთებლად დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15... 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T17:48+0400
2024-01-31T17:48+0400
2024-01-31T17:48+0400
საქართველო
ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
საზოგადოება
ახალი ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858897_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_e9ff45507b7576a0b42f84e0d3623712.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად 24 იანვარს დაიწყო. მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პკლინიკის თანამშრომლებს გადაწყვეტილება 5 თებერვლამდე უნდა მიეღოთ - თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები 5 მარტამდე ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი - თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა>>>შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. ექიმების საორგანიზაციო ჯგუფმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების გაუქმებისა და ბათილად ცნობის მოთხოვნით 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.რესპუბლიკური საავადმყოფორესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858897_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_159c1f6683e7326ae4d465ba46a6c967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ, საზოგადოება, ახალი ამბები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თბილისი დღეს
საქართველო, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ, საზოგადოება, ახალი ამბები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თბილისი დღეს
ვინ რომელ პაკეტს აირჩევს: რესპუბლიკურის ექიმებს მოსაფიქრებლად დრო გაუგრძელეს
კლინიკის პერსონალისთვის არჩევანის გასაკეთებლად დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად 24 იანვარს დაიწყო. მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პკლინიკის თანამშრომლებს გადაწყვეტილება 5 თებერვლამდე უნდა მიეღოთ - თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია.
„კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კლინიკის პერსონალისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
„სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები 5 მარტამდე ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. ექიმების საორგანიზაციო ჯგუფმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების გაუქმებისა და ბათილად ცნობის მოთხოვნით 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.