https://sputnik-georgia.com/20240131/mtavrobasi-moaxloebuli-cvliebebi-opoziciistvis-sasiketo-araa-kalaze-286019460.html
მთავრობაში მოახლოებული ცვლილებები ოპოზიციისთვის სასიკეთო არაა - კალაძე
მთავრობაში მოახლოებული ცვლილებები ოპოზიციისთვის სასიკეთო არაა - კალაძე
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 29 იანვარს დატოვა, ხოლო საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს კვლავ პოლიტიკაში... 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T19:45+0400
2024-01-31T19:45+0400
2024-01-31T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს მთავრობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a22c08e21a6eeb9630e353c03c25df98.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებაში მოახლოებულ საკადრო ცვლილებებზე, რადგან ეს გადანაცვლებები მათთვის სასიკეთო არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1 თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.„ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე (სამთავრობო ცვლილებებზე - რედ.) ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია“, - განაცხადა კალაძემ.„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის", „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.კალაძემ ექს-პრემიერ ღარიბაშვილს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.„მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი შემოტევები იყო, თუმცა ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტატუსის მიღება“, - განაცხადა კალაძემ.გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რომ ღარიბაშვილი პარტიაში რჩება.„ირაკლი ღარიბაშვილი არსად მიდის, პარტიას იბარებს და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, ისარ ელოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სიურპრიზს, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ დაძაბული ურთიერთობა აქვს, და დარწმუნებულია რომ ის მოაწერს ხელს კობახიძის პრემიერად დანიშვნას.მმართველი პარტიის გენმდივანმა წარმატება უსურვა ირაკლი კობახიძეს, რომლის კანდიდატურაც განიხილება მთავრობის მეთაურის პოსტზე, რაც ღარიბაშვილის გადადგომისთანავე მმართველი პარტიის ლიდერებმა დაადასტურეს.პაპუაშვილი პრეზიდენტისგან აღიარებას ელოდება>>მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში უნდა დამტკიცდეს.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პარლამენტს ახალი პრემიერისა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ორი კვირა აქვს.მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_0decb4fe74d60e13f546edf1662c91d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , ქართული ოპოზიცია
მთავრობაში მოახლოებული ცვლილებები ოპოზიციისთვის სასიკეთო არაა - კალაძე
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 29 იანვარს დატოვა, ხოლო საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებაში მოახლოებულ საკადრო ცვლილებებზე, რადგან ეს გადანაცვლებები მათთვის სასიკეთო არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1 თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.
„ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე (სამთავრობო ცვლილებებზე - რედ.) ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია“, - განაცხადა კალაძემ.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ სასიკეთო არაა არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არც ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე პრემიერი იქნება, აღნიშნა კალაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის", „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.
კალაძემ ექს-პრემიერ ღარიბაშვილს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი შემოტევები იყო, თუმცა ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტატუსის მიღება“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რომ ღარიბაშვილი პარტიაში რჩება.
„ირაკლი ღარიბაშვილი არსად მიდის, პარტიას იბარებს და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა აღნიშნა, ისარ ელოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სიურპრიზს, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ დაძაბული ურთიერთობა აქვს, და დარწმუნებულია რომ ის მოაწერს ხელს კობახიძის პრემიერად დანიშვნას.
„ალბათ მოაწერს ხელს”, - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივანმა წარმატება უსურვა ირაკლი კობახიძეს, რომლის კანდიდატურაც განიხილება მთავრობის მეთაურის პოსტზე, რაც ღარიბაშვილის გადადგომისთანავე მმართველი პარტიის ლიდერებმა დაადასტურეს.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში უნდა დამტკიცდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პარლამენტს ახალი პრემიერისა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ორი კვირა აქვს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.