ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს რესურსი მაღალშემოსავლიან ქვეყნად იქცეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის სხვაობა ცხოვრების დონის კუთხით სულ უფრო მცირდება, მიაჩნია მმართველი პარტიის ლიდერს
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამციროს და სიღარიბე სრულად აღმოფხვრას, განაცხადა მმართველიპარტია „ქართული ოცნება - დემკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.

„უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა მოიშველია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც გერმანიაში და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად - ბულგარეთში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ცხოვრების დონით საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.
დავითაშვილი: საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს >>
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში - არა 58 და 51 პროცენტით, არამედ 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამავე დროს პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის წევრობაზე არ არის დამოკიდებული.
„ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა“, - განაცხადა კობახიძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0