საქართველოს ეკონომიკა ციფრებში - ნახევარი წლის მონაცემები

გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს 2023 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით 20,4%-ით მეტი. ექსპორტმა შეადგინა 3,1 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,2%-ით მეტია.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 47,9%-ით გაიზარდა და 2.367,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთი ლიდერობს.
წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 0,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 2023 წლის იანვარი-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0