https://sputnik-georgia.com/20230802/--------282649918.html
საქართველოს ეკონომიკა ციფრებში - ნახევარი წლის მონაცემები
საქართველოს ეკონომიკა ციფრებში - ნახევარი წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს 2023 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემებს. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T18:37+0400
2023-08-02T18:37+0400
2023-09-25T21:37+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282646713_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_3e1966d09f0fa58a7ccf1f2685a5d1ce.png
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით 20,4%-ით მეტი. ექსპორტმა შეადგინა 3,1 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,2%-ით მეტია.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 47,9%-ით გაიზარდა და 2.367,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთი ლიდერობს. წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 0,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 2023 წლის იანვარი-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282646713_482:0:3213:2048_1920x0_80_0_0_c02e236e9fea850274dbe374a4ae4040.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველოს ეკონომიკა ციფრებში - ნახევარი წლის მონაცემები
18:37 02.08.2023 (განახლებულია: 21:37 25.09.2023) „Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს 2023 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით 20,4%-ით მეტი. ექსპორტმა შეადგინა 3,1 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,2%-ით მეტია.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 47,9%-ით გაიზარდა და 2.367,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთი ლიდერობს.
წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 0,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 2023 წლის იანვარი-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონი შეადგინა.