https://sputnik-georgia.com/20240128/studentebi-mesaxteebi-da-eklesia-gamosaxlebis-problema-rogorc-mtavari-tema-qveyanasi-285938356.html
სტუდენტები, მეშახტეები და ეკლესია - გამოსახლების პრობლემა, როგორც მთავარი თემა ქვეყანაში
სტუდენტები, მეშახტეები და ეკლესია - გამოსახლების პრობლემა, როგორც მთავარი თემა ქვეყანაში
Sputnik საქართველო
ვალებში გაყიდული ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ამბავი სტუდენტთა პროტესტში გადაიზარდა და ეკლესიასაც შეეხო. 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T09:54+0400
2024-01-28T09:54+0400
2024-01-28T09:54+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483427_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_b16bc1c671ce05dd297f30f3a8414c81.jpg
ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. თავად გამოსახლება მიმდინარეობდა ხმაურიანი პროტესტის ფონზე, რის შედეგადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს 14 თანამშრომელი დაშავდა, დაზიანდა უწყების მანქანა და დააკავეს 20 ადამიანი. მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი აკაკი ჩიქობავა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ხასაია, რომლებიც ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ბრალდებით დააკავეს.ჩიქობავასა და ხასიას დაკავება და შემდგომში წინასწარ პატიმრობაში მოთავსება სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა, რომელსაც მოგვიანებით პროფკავშირებიც შეუერთდნენ. ჭიათურელმა მეშახტეებმა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მუშაობა ერთი საათით შეწყვიტეს.საქართველოს საპატრიარქო მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვს>>ამ წუთებში თსუ-ის კანცელარიაში აქციის მონაწილე სტუდენტების ჯგუფი რჩება, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას და ბინებიდან მოვალეების გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.აქციის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ თსუ-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ულტიმატუმები მიუღებელია, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ ჩიქობავას.„აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ჩიქობავას და ხასაიას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ აპელაცია უკვე შეიტანეს.სტუდენტების და საზოგადოების პროტესტის ფონზე საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას კანონის შეცვლის რეკომენდაციით, რათა მოქალაქეები ვალების გამო არ რჩებოდნენ ქუჩაში.მედიის ცნობით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამიტომ იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბინა გაიყიდა გარკვეულ იურიდიულ პირზე.როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.სკანდალური გამოსახლება თბილისში: როგორ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას?>>მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.ვალების გამო სხვა ოჯახების გამოსახლება შეჩერდა, მაგრამ როდემდე, ჯერჯერობით უცნობია.მოვალეები საქართველოშისაქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მწვავედ დგას სასესხო მოვალეების პრობლემა, რაც მოსახლეობის უმრავლესობის დაბალ შემოსავლებს და წარსულში სესხის აღების სიმარტივეს უკავშირდება.სამომხმარებლო სესხების საკითხი 2020 წელს მოგვარდა, იპოთეკური სესხების გადაუხდელობასთან დაკავშირებით კი მძიმე მდგომარეობაა. ბევრი ოჯახი, რომელმაც წარსულში იპოთეკური სესხი აიღო, ახლაც ვალშია ან ბანკების ან ფიზიკური პირების წინაშე. უფრო მეტიც, კერძო პირების შემთხვევაში სესხის პროცენტი ხშირად რამდენჯერმე აღემატება თავად ვალის ოდენობას.მოვალეთა ბევრი ბინა გაიყიდა სხვა მესაკუთრეებზე, მაგრამ თავად გამოსახლებას წლები სჭირდება, რადგან აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებით გადატვირთულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483427_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_2dc781cf37319307bd7930c334f09cdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური სფერო საქართველოში
სტუდენტები, მეშახტეები და ეკლესია - გამოსახლების პრობლემა, როგორც მთავარი თემა ქვეყანაში
ვალებში გაყიდული ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ამბავი სტუდენტთა პროტესტში გადაიზარდა და ეკლესიასაც შეეხო.
ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. თავად გამოსახლება მიმდინარეობდა ხმაურიანი პროტესტის ფონზე, რის შედეგადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს 14 თანამშრომელი დაშავდა, დაზიანდა უწყების მანქანა და დააკავეს 20 ადამიანი. მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი აკაკი ჩიქობავა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ხასაია, რომლებიც ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ბრალდებით დააკავეს.
ჩიქობავასა და ხასიას დაკავება და შემდგომში წინასწარ პატიმრობაში მოთავსება სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა, რომელსაც მოგვიანებით პროფკავშირებიც შეუერთდნენ. ჭიათურელმა მეშახტეებმა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მუშაობა ერთი საათით შეწყვიტეს.
ამ წუთებში თსუ-ის კანცელარიაში აქციის მონაწილე სტუდენტების ჯგუფი რჩება, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას და ბინებიდან მოვალეების გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
აქციის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ თსუ-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ულტიმატუმები მიუღებელია, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ ჩიქობავას.
„აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ჩიქობავას და ხასაიას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ აპელაცია უკვე შეიტანეს.
სტუდენტების და საზოგადოების პროტესტის ფონზე საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას კანონის შეცვლის რეკომენდაციით, რათა მოქალაქეები ვალების გამო არ რჩებოდნენ ქუჩაში.
მედიის ცნობით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამიტომ იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბინა გაიყიდა გარკვეულ იურიდიულ პირზე.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ვალების გამო სხვა ოჯახების გამოსახლება შეჩერდა, მაგრამ როდემდე, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მწვავედ დგას სასესხო მოვალეების პრობლემა, რაც მოსახლეობის უმრავლესობის დაბალ შემოსავლებს და წარსულში სესხის აღების სიმარტივეს უკავშირდება.
სამომხმარებლო სესხების საკითხი 2020 წელს მოგვარდა, იპოთეკური სესხების გადაუხდელობასთან დაკავშირებით კი მძიმე მდგომარეობაა. ბევრი ოჯახი, რომელმაც წარსულში იპოთეკური სესხი აიღო, ახლაც ვალშია ან ბანკების ან ფიზიკური პირების წინაშე. უფრო მეტიც, კერძო პირების შემთხვევაში სესხის პროცენტი ხშირად რამდენჯერმე აღემატება თავად ვალის ოდენობას.
მოვალეთა ბევრი ბინა გაიყიდა სხვა მესაკუთრეებზე, მაგრამ თავად გამოსახლებას წლები სჭირდება, რადგან აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებით გადატვირთულია.