https://sputnik-georgia.com/20240127/saqartvelos-sapatriarqo-movaleta-gamosaxlebis-sesaxeb-kanonis-secvlas-moitxovs-285927673.html
საქართველოს საპატრიარქო მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვს
საქართველოს საპატრიარქო მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვს
Sputnik საქართველო
საპატრიარქოში გამოსახლების შემთხვევას ტრაგიკული უწოდეს, რაც საბინაო სესხის უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს. 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T11:20+0400
2024-01-27T11:20+0400
2024-01-27T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041657_0:63:3072:1791_1920x0_80_0_0_ebafec33ddb5afd48fdf7f744e400bfb.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონი შეიცვლება, რათა ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ.ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. მოგვიანებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს.გამოსახლების წინაისტორიამედიის ცნობით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამიტომ იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბინა გაიყიდა გარკვეულ იურიდიულ პირზე.როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041657_250:0:2981:2048_1920x0_80_0_0_4ba84f70a76296ccfd60266225a3e1e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვს
საპატრიარქოში გამოსახლების შემთხვევას ტრაგიკული უწოდეს, რაც საბინაო სესხის უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონი შეიცვლება, რათა ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ.
ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. მოგვიანებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
„აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს.
მედიის ცნობით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამიტომ იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბინა გაიყიდა გარკვეულ იურიდიულ პირზე.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.