https://sputnik-georgia.com/20240125/skandaluri-gamosaxleba-tbilisshi-rogor-miagwiesmxareebma-shetanxmebas-285890537.html
სკანდალური გამოსახლება თბილისში: როგორ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას?
სკანდალური გამოსახლება თბილისში: როგორ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას?
Sputnik საქართველო
აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობის წყალობით, 2023 წელს 12 ათასზე მეტი საქმე მორიგებით დასრულდა 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T16:29+0400
2024-01-25T16:29+0400
2024-01-25T16:29+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278599161_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a388f32d0c739255602d239ff31c356f.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის საქმეზე მხარეებს შორის შეთანხმება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს წყალობითაა მიღწეული, განაცხადა ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიკო ლოქაბიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ხმაურიან საქმეში, როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელი დარეჯან დვალის ადვოკატის თქმით, მან ხატიაშვილების ოჯახს 90 ათასი დოლარი და სახლის დაბრუნება შესთავაზა. ამასთან, დვალი ბინაში მფლობელის უფლებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ხელშეკრულებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, განაცხადა ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.მისი თქმით, 2023 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მორიგებით, ყოველგვარი იძულებითი მექანიზმის გამოყენების გარეშე 12 ათასზე მეტი საქმე დაასრულა.როგორც ლოქაბიძემ აღნიშნა, 23 იანვარს ოჯახის ბინიდან გამოსახლების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 14 თანამშრომელი დაშავდა, რაც დაუშვებელია.„გარდა ამისა, დაზიანდა სახელმწიფო საკუთრება. ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და საგამოძიებო ორგანო სიმართლეს დაადგენს", - განაცხადა ლოქაბიძემ.რა შემთხვევაში დაუბრუნდება სახლი ხატიაშვილების გამოსახლებულ ოჯახს - პირობა ცნობილია>>>მისი თქმით, აღსრულების ბიუროს ძირითადი ფუნქცია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაა.კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს. გამოსახლების წინაპირობამედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომაც იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0f/278599161_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_84f33d2498c88260be05ca710b68ac55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
სკანდალური გამოსახლება თბილისში: როგორ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას?
აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობის წყალობით, 2023 წელს 12 ათასზე მეტი საქმე მორიგებით დასრულდა
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის საქმეზე მხარეებს შორის შეთანხმება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს წყალობითაა მიღწეული, განაცხადა ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიკო ლოქაბიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ხმაურიან საქმეში, როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელი დარეჯან დვალის ადვოკატის თქმით, მან ხატიაშვილების ოჯახს 90 ათასი დოლარი და სახლის დაბრუნება შესთავაზა. ამასთან, დვალი ბინაში მფლობელის უფლებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ხელშეკრულებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, განაცხადა ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად საქმის სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა პოზიციები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბიუროს აქტიური ჩართულობის შედეგია სწორედ ის, რომ ამ კონკრეტულ საქმეზეც საბოლოოდ გამოინახა კონსენსუსის სივრცე, სადაც მხარეებმა მიიღეს ორივე მათგანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ლოქაბიძემ.
მისი თქმით, 2023 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მორიგებით, ყოველგვარი იძულებითი მექანიზმის გამოყენების გარეშე 12 ათასზე მეტი საქმე დაასრულა.
როგორც ლოქაბიძემ აღნიშნა, 23 იანვარს ოჯახის ბინიდან გამოსახლების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 14 თანამშრომელი დაშავდა, რაც დაუშვებელია.
„გარდა ამისა, დაზიანდა სახელმწიფო საკუთრება. ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და საგამოძიებო ორგანო სიმართლეს დაადგენს", - განაცხადა ლოქაბიძემ.
მისი თქმით, აღსრულების ბიუროს ძირითადი ფუნქცია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იგრძნოს სასამართლო გადაწყვეტილების რეალური შედეგი და ამიტომ აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლო გადაწყვეტილებას რეალურ ცხოვრებაში ახორციელებს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანი არის კანონიერი სახელმწიფოს შექმნა, სამართლებრივი სახელმწიფო კი ვერ იარსებებს, თუ არ იქნება დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, - განაცხადა ლოქაბიძემ.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომაც იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.