რა შემთხვევაში დაუბრუნდება სახლი ხატიაშვილების გამოსახლებულ ოჯახს - პირობა ცნობილია

© photo: Sputnik / Stringerვაკე
ვაკე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
მარინა ხატიაშვილის ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 2 დღის წინ გამოასახლეს. შეთანხმება პირობით
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი დარეჯან დვალი თანახმაა, 90 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილების ოჯახს დაუბრუნოს უძრავი ქონება იმ პირობით, თუ „ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები" შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას, განაცხადა დვალის ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, არის კიდევ ერთი პირობა, რომლის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ერთი თვის განმავლობაში კეკელიძეზე მდებარე უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.
„ორივე მხარის ხელმოწერაა დადასტურებული მოცემულ შეთანხმებაზე. შეთანხმება შემდგარია, ჩვენი, აღსრულების ბიუროსა და მარინა ხატიაშვილი მონაწილეობით და არავითარი გარეშე პირების ჩართულობით“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესიხმაურით წარიმართა. ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს. პროცესს წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. ხატიაშვილები უარს აცხადებდნენ დარეჯან დვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიეღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავს.
ოჯახის ხმაურიანი გამოსახლება თბილისში: ადვოკატმა საქმის დეტალები გაასაჯაროვა>>>
ადვოკატის განმარტებით, დარეჯან დვალმა აღნიშნული ქონება 2018 წელს 106 ათას ლარად საჯარო აუქციონზე შეიძინა, თუმცა, ვინაიდან ბინის ყოფილმა მესაკუთრემ ბინის დატოვებასა და მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, დვალმა სასამართლოს მიმართა ხატიაშვილის გამოსახლების და სახლის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის თხოვნით.
„არაერთი მცდელობა იყო გამოყენებული თვითონ სასამართლოს მხრიდან მორიგებისთვის, არაერთი ზომა მიიღო, თუმცა მორიგება მაინც ვერ მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსახლება ერთი დღის პროცედურა არ არის, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოსახლება ხუთჯერ იყო დანიშნული და ხუთჯერვე გადაიდო, მათ შორის ორჯერ ჩვენი კეთილი ნების გამოჩენით“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.
გამოსახლების წინაპირობა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომაც იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ხნის განმავლობაში მიიღო ყველა ზომა საქმის მოსაგვარებლად. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა დროსაც კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაზეც მოვალემ უარი განაცხადა“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
როგორც ბინის ყოფილმა მფლობელმა მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
ყველა ახალი ამბავი
0