https://sputnik-georgia.com/20240124/xmauriani-gamosaxleba-kekelizis-quchaze-advokatis-ganmarteba-285863940.html
ოჯახის ხმაურიანი გამოსახლება თბილისში: ადვოკატმა საქმის დეტალები გაასაჯაროვა
ოჯახის ხმაურიანი გამოსახლება თბილისში: ადვოკატმა საქმის დეტალები გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
ადვოკატის განცხადებით, გამოსახლებული ოჯახი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T13:28+0400
2024-01-24T13:28+0400
2024-01-24T13:28+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486553_0:789:2048:1941_1920x0_80_0_0_79d8c8c0156617e6643246192826fa17.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინა, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი ვალის გადაუხდელობის გამო გუშინ გამოასახლა, უკვე 6 წელია ახალ მფლობელს, დარეჯან დვალს ეკუთვნის, დაწერა სოციალურ ქსელში დვალის ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს.ადვოკატის თქმით, ვინაიდან ბინის ყოფილმა მესაკუთრემ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, დვალმა სასამართლოს მიმართა ხატვიაშვილის გამოსახლების და სახლის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის თხოვნით.როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ახალი მფლობელი გამოსახლებულ ოჯახს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ნაცვლად ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ, კომფორტულ ბინას სთავაზობს.„მარინა ხატიაშვილს საბოლოო შეთავაზება გავუკეთეთ იმ პირობით, რომ იგი ნებაყოფლობით დატოვებდა ბინა. მან კვლავ უარი განაცხადა“, - განაცხადა ადვოკატმა.სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნული ბინის შეძენის მომენტიდან დღემდე დარეჯან დვალისა და პირადად მის მიმართ ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა გრძელდება. ადვოკატი ამაში მარინა ხატიაშვილს და მის მეგობრებს ადანაშაულებს.კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს 20 ადამიანი დააკავეს>>>როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდებოდა ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარინა ხატიაშვილს დარეჯან დვალმა თანხა გადაუხადა, თითქოს იგი უსახლკაროდ დარჩა და ზემოაღნიშნული ბინა, სავარაუდოდ, მისი ბოლო საცხოვრებელი იყო, რაც ცრუ ინფორმაციაა.გამოსახლების წინაპირობამედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომაც იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ხნის განმავლობაში მიიღო ყველა ზომა საქმის მოსაგვარებლად. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა დროსაც კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაზეც მოვალემ უარი განაცხადა“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.ხატიაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მზად არის დაფაროს სესხის ძირითადი თანხა, მაგრამ არა მასზე დარიცხული პროცენტი.როგორც ბინის ყოფილმა მფლობელმა მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486553_0:597:2048:2133_1920x0_80_0_0_3b3527d37be2137bf2191579f2ef7821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ოჯახის ხმაურიანი გამოსახლება თბილისში: ადვოკატმა საქმის დეტალები გაასაჯაროვა
ადვოკატის განცხადებით, გამოსახლებული ოჯახი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინა, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი ვალის გადაუხდელობის გამო გუშინ გამოასახლა, უკვე 6 წელია ახალ მფლობელს, დარეჯან დვალს ეკუთვნის, დაწერა სოციალურ ქსელში დვალის ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს.
„ზემოაღნიშნული ბინა დარეჯან დვალმა 2018 წლის 19 თებერვალს საჯარო აუქციონზე შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წინა მესაკუთრე მარინა ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა - 15 ათასი აშშ დოლარის ოდენობით დარეჯან დვალზე ვალდებულების სახით გადავიდა, რომელიც მან დამატებით დაფარა იმავე წლის მარტში“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ვინაიდან ბინის ყოფილმა მესაკუთრემ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, დვალმა სასამართლოს მიმართა ხატვიაშვილის გამოსახლების და სახლის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის თხოვნით.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ახალი მფლობელი გამოსახლებულ ოჯახს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ნაცვლად ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ, კომფორტულ ბინას სთავაზობს.
„მარინა ხატიაშვილს საბოლოო შეთავაზება გავუკეთეთ იმ პირობით, რომ იგი ნებაყოფლობით დატოვებდა ბინა. მან კვლავ უარი განაცხადა“, - განაცხადა ადვოკატმა.
სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნული ბინის შეძენის მომენტიდან დღემდე დარეჯან დვალისა და პირადად მის მიმართ ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა გრძელდება. ადვოკატი ამაში მარინა ხატიაშვილს და მის მეგობრებს ადანაშაულებს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდებოდა ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარინა ხატიაშვილს დარეჯან დვალმა თანხა გადაუხადა, თითქოს იგი უსახლკაროდ დარჩა და ზემოაღნიშნული ბინა, სავარაუდოდ, მისი ბოლო საცხოვრებელი იყო, რაც ცრუ ინფორმაციაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომაც იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ხნის განმავლობაში მიიღო ყველა ზომა საქმის მოსაგვარებლად. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა დროსაც კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაზეც მოვალემ უარი განაცხადა“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
ხატიაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მზად არის დაფაროს სესხის ძირითადი თანხა, მაგრამ არა მასზე დარიცხული პროცენტი.
როგორც ბინის ყოფილმა მფლობელმა მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.