https://sputnik-georgia.com/20240123/kekelizis-qucaze-gamosaxlebis-processi-20-adamiani-daakaves-285846912.html
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს 20 ადამიანი დააკავეს
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს 20 ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების... 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T18:17+0400
2024-01-23T18:17+0400
2024-01-24T10:36+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000008_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c2a383675c7b44640ff9becdaf2e7b56.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე ორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოქალაქე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მის სახლთან და სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა. უწყების ცნობით, სამართალდამცველები კეკელიძის ქუჩაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას. გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353- ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ხმაურიანი გამოსახლება თბილისში - დააკავეს ირაკლი კაკაბაძე>>ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000008_334:0:3065:2048_1920x0_80_0_0_c5a3cd89758ad3c6cbd1b132814aedd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე ორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მის სახლთან და სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები კეკელიძის ქუჩაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.
„შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353- ე მუხლით დაიწყო.
უწყების
ცნობით, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.