https://sputnik-georgia.com/20240123/xmauriani-gamosaxleba-tbilisshi-daakaves-irakli-kakabadze-285842242.html
ხმაურიანი გამოსახლება თბილისში - დააკავეს ირაკლი კაკაბაძე
ხმაურიანი გამოსახლება თბილისში - დააკავეს ირაკლი კაკაბაძე
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ქართველი მწერალი... 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T14:48+0400
2024-01-23T14:48+0400
2024-01-24T10:34+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24328/40/243284012_0:9:2895:1637_1920x0_80_0_0_186b604292056441868aaa5070206b25.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ქართველი მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მისი სახლთან, რომლებმაც სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა.შსს-ს ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.ოპოზიციური პარტია „ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს გიორგი ღვინჯილია და ერთი სამოქალაქო აქტივისტი.ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24328/40/243284012_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_90daaedb6a71dd593a931ad7b255ad9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ქართველი მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამშაბათს, დილიდან დაიწყეს. გამოსახლების მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდანვე შეიკრიბნენ მისი სახლთან, რომლებმაც სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტეს. შედეგად, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოჩნდა.
შსს-ს ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
ოპოზიციური პარტია „ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს გიორგი ღვინჯილია და ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
ბინის ყოფილი მფლობელის, მარინა ხატიაშვილის თქმით, 2008 წელს მან „საქართველოს ბანკიდან" 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო, თუმცა 2013 წელს, თვენახევრიანი ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკართან გადაამისამართა. საბოლოოდ, ქალმა ბანკს ხუთი წლის განმავლობაში 43 ათასი დოლარი, იპოთეკარს კი მთლიანობაში 80 ათასი დოლარი გადაუხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მეხუთე მცდელობაა.