სკანდალური გამოსახლება თბილისში: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო. პოლიციის კორდონი
თბილისის საქალაქო სასამართლო. პოლიციის კორდონი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა ხმაურის და დაკავებულთა ნათესავების ყვირილის ფონზე, რომლებიც მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შენობაში ძალით შეღწევა მოუწიათ, რადგან შესასვლელის კარი დაკეტილი იყო. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 ადამიანი დააკავეს. აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე.
სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა ხმაურის და დაკავებულთა ნათესავების ყვირილის ფონზე, რომლებიც მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
სკანდალური გამოსახლება თბილისში: როგორ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას? >>
პროკურორ როინ ხინთიბაძის თქმით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეთა ჩვენებითა და ვიდეოჩანაწერებით, სადაც ჩანს, თუ როგორ დააზიანეს დაკავებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანა.
რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აკაკი ჩიქობავამ და გიორგი ხასაიამ დანაშაული ნაწილობრივ აღიარეს. მათი თქმით, ისინი ბიუროს მანქანის დაზიანებით ყურადღების გადატანას ცდილობდნენ, რათა გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.
ოჯახის ხმაურიანი გამოსახლება თბილისში: ადვოკატმა საქმის დეტალები გაასაჯაროვა>>
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ხმაურიან საქმეში, როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატის თქმით, მან ხატიაშვილების ოჯახს 90 ათასი დოლარის გადახდა და სახლის დაბრუნება შესთავაზა. ამასთან, დვალი ბინაში მფლობელის უფლებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ხელშეკრულებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, განაცხადა ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0