https://sputnik-georgia.com/20240125/saqartvelos-daculi-teritoriebis-monaxulebis-fasebi-icvleba-285879134.html
საქართველოს დაცული ტერიტორიების მონახულების ფასები იცვლება
საქართველოს დაცული ტერიტორიების მონახულების ფასები იცვლება
Sputnik საქართველო
შესასვლელი ბილეთების გაძვირება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს როგორც გარემოს დაცვის, ისე... 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T11:24+0400
2024-01-25T11:24+0400
2024-01-25T11:24+0400
ჩვენ და ბუნება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0b/278456890_0:94:2049:1246_1920x0_80_0_0_0baf667dc32a6794ce316d60641d5640.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 2024 წლის 1–ლი მარტიდან შეიცვლება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაშიექვს წლამდე ბავშვები ყველა დაცული ტერიტორიის მონახულებას უფასოდ შეძლებენ. 6–დან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ბილეთის ფასი უცვლელი რჩება – 5,50 ლარი.მარტვილის კანიონიოკაცეს კანიონიოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერიპრომეთეს მღვიმესათაფლიანავენახევის მღვიმეუწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს.სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>უწყებაში აღნიშნეს, რომ 2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.ამ დროისთვის სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.უწყებაში აღნიშნეს, რომ ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს>>აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0b/278456890_131:0:1916:1339_1920x0_80_0_0_b2b59995128d710f810ce7eb3e2a4526.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ჩვენ და ბუნება , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს დაცული ტერიტორიების მონახულების ფასები იცვლება
შესასვლელი ბილეთების გაძვირება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკოტურიზმის კუთხით.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 2024 წლის 1–ლი მარტიდან შეიცვლება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში
ექვს წლამდე ბავშვები ყველა დაცული ტერიტორიის მონახულებას უფასოდ შეძლებენ. 6–დან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ბილეთის ფასი უცვლელი რჩება – 5,50 ლარი.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად - 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვალად - 25 ლარი.
ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვალად - 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს.
სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.
უწყებაში აღნიშნეს, რომ 2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისთვის სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა შორის ლიდერობენ პოლონეთის, ინდოეთის, ლატვიის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.