ციხეები და სააკაშვილი: რაში არწმუნებდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია PACE–ს წევრებს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ისაუბრა, როგორი მდგომარეობა იყო ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ქართულ ციხეებში არსებული ვითარება და საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პირობები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე განხილვის საგანი გახდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ იღებს სათანადო მკურნალობას არც პენიტენციურ და არც სამედიცინო დაწესებულებებში. დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
„ღრმა შეშფოთებით მოგმართავთ, რადგან თქვენს ყურადღებას ვამახვილებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობაზე. დღეს ბატონი სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას მაშინ, როდესაც უსამართლოდ აპატიმრებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამის პასუხად დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძემ, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში რეალური მიღწევებია.
„2014-2019 წლებში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული პატიმრების მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურება და სერვისები, მათ შორის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების და სხვა დაავადებათა პრევენციის კუთხით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დასკვნა სამოქალაქო კლინიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა. დელეგაციამ დაასკვნა, რომ კლინიკაში არსებული ვითარება არის პოზიტიური როგორც მატერიალური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით და ყველა პატიმარს, რომელიც კლინიკაში გადაჰყავთ, უწევენ სათანადო მკურნალობას“, – განაცხადა მიქანაძემ.
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) დელეგაციის წევრებმა იანვარში გამოაქვეყნეს ანგარიშისააკაშვილისა დასხვა პატიმრების კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში არსებულ პირობებზე, სადაც ნათქვამია, რომსერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.
იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშით სააკაშვილის საკითხზე>>
მიქანაძის თქმით, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა პენიტენციური სისტემა, რომელიც უხეშად არღვევდა პატიმრების უფლებებს, რაზეც მეტყველებს წინა ხელისუფლების დროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობა.
„2012 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და ეს ხდებოდა 3,7 მილიონიან ქვეყანაში - ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2006–2012 წლებში, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველომ წააგო40 საქმე, რომელიცუკავშირდებოდა ადამიანისუფლებათა ევროპულიკონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა – რედ.) დარღვევას.
„როგორი სიტუაცია გვაქვს 2013 წლის შემდეგ? - პატიმრების რაოდენობა შემცირებულია 9,5 ათასამდე. 2013 წლის შემდეგ ნულია პლიკაციაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კონვენციის მე-3 მუხლით“, – განაცხადა მიქანაძემ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის კლინიკაში ყოფნას ობიექტური მიზეზები აქვს – კობახიძე>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
პაპუაშვილი: სააკაშვილის გამო საქართველოს წინაშე დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი შეირცხვინეს>>
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0