რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობს საქართველოს გაზის ბაზარი

© courtesy of Georgian gas transportation companyგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
ბუნებრივი და თხევადი გაზის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ დაფიქსირებულა და ჯგუფურ დომინანტბას ადგილი არა აქვს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბუნებრივი და თხევადი აირის ბაზარი კონკურენტულია და იქ არ არის „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევის რისკი, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევაში.
სააგენტომ დაასრულა ბუნებრივი და თხევადი ბაზრის კვლევა, შეაფასა ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე კონკურენტული გარემო.

„სააგენტო მიიჩნევს, რომ 2019-2022 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფურ დომინანტობას. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი - მსხვილი კომპანიების წილის, ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობის და მათი საერთო პროცენტული წილის გათვალისწინებით კონცენტრაციის ინდექსის შემცირების ტენდენციით გამოირჩევა.
სააგენტომ ასევე დეტალურად შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი - პროდუქტის თვითღირებულება.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2019-2022 წლებში როგორც თხევადი, ასევე ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზარზე ფასის ცვლილება განპირობებული იყო საბაზრო ფაქტორებით და საცალო ფასის ცვლილება კორელაციაშია მასზე მოქმედ ძირითად ფაქტორთან.
საქართველოში ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული?>>
ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზრის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის შეძენა 2019 წელს განახორციელა 97 კომპანიამ (134 გაზგასამართი სადგური) 188.635.780 ლარის ოდენობით (192.628.000 მ3). 2020 წელს - 96 კომპანიამ (143 გაზგასამართი სადგური) 118.865.463 ლარის ოდენობით (147.893.000 მ3). 2021 წელს - 95 კომპანიამ (127 გაზგასამართი სადგური) 119.474.586 ლარის ოდენობით (160.065.000 მ3), ხოლო 2022 წელს - 88 კომპანიამ (128 გაზგასამართი სადგური) 169.633.554 ლარის ოდენობით (190.789.000 მ3).
სააგენტო მიიჩნევს, რომ საცალო ბაზარი დაბალკონცენტრირებულია (2020 წელს ზომიერად კონცენტრირებული), სახეზეა რამდენიმე მსხვილი კომპანია, თუმცა, ბაზარზე ამავდროულად მაღალია მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი.
მცირე კომპანიების რაოდენობის გათვალისწინებით, ბაზრის განსახილველი დონე გამოირჩევა კონცენტრაციის დაბალი ინდექსით.
საანგარიშო პერიოდში 3 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი ბაზარზე აღემატება 50%-ს, თუმცა არ არიოს დაკმაყოფილებული კანონის მოთხოვნა თითოეული კომპანიის მიერ 15%-ზე მეტი წილის ფლობის შესახებ.
შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე მაღალია მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს და შესაბამისად კონცენტრაციის დაბალ ინდექსს ბაზრის განსახილველ დონეზე.
კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო>>
თხევადი გაზის ბაზრის შეფასებით, 2019 წელს 36-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 41.015.037 ლარის (24.402.640 კგ) იმპორტი. 2020 წელს - 53-მა ეკონომიკურმა აგენტმა 51.118.323 ლარის (28.534.834 კგ) იმპორტი. 2021 წელს - 89-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 91.264.801 ლარის (35.266.142 კგ) გაზის იმპორტი, ხოლო 2022 წელს - 58-მა ეკონომიკურმა აგენტმა 80.178.679 ლარის (42.274.714 კგ) თხევადი გაზის იმპორტი.
რაც შეეხება საცალო ბაზარს -2020 წელს თხევადი გაზის ბაზარზე მოქმედმა 133-მა კომპანიამ განახორციელა 29.840.303 კგ შეძენა, 2021 წელს - 131-მა კომპანიამ 17.095.920 კგ 2022 წელს - 120-მა კომპანიამ 23.508.212 კგ. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის როგორც იმპორტის, ასევე საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. შესასწავლ პერიოდში კონცენტრაციის ინდექსი არ აჭარბებს 937 ერთეულს.
ყველა ახალი ამბავი
0