https://sputnik-georgia.com/20240123/raqartveloshiekonomikuri-agentebis-ramdeni-koncentracia-daregitrirda-285837169.html
საქართველოში ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული?
საქართველოში ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული?
Sputnik საქართველო
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული 40.597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T14:26+0400
2024-01-23T14:26+0400
2024-01-23T14:26+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_de2bba5582a0838a4621eac41e23e53f.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 18.138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, 18.130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 ათასი ლარი.2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული 40.597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_8872f6d004d38de4716a35a916ed0c05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული?
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული 40.597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 18.138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 18.130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა.
„8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, ხოლო 1 შემთხვევა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.
სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 ათასი ლარი.
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული 40.597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.