https://sputnik-georgia.com/20240122/konkurenciis-saagentom-tambaqos-bazris-monitoringi-daiwyo-285812010.html
კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის. 22.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-22T13:23+0400
2024-01-22T13:23+0400
2024-01-22T13:23+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/74/236867468_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6e118e016d806002bd5280623b9b5553.jpg
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.უწყების ცნობით, სააგენტო მონიტორინგის ფარგლებში თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ.როგორც სააგენტოში განმარტავენ, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.2023 წელს სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და ექვსი სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია – საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/74/236867468_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_27901e02baed73d1ddcd31e7f443ef97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
უწყების ცნობით, სააგენტო მონიტორინგის ფარგლებში თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.
2023 წელს სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და ექვსი სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია – საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები.