„ნაცმოძრაობას“ საქართველოს მხოლოდ ომამდე მიყვანა შეუძლია – კობახიძე

© party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, თუ არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებს, ქვეყანას „უკრაინიზაცია“ ელოდება.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მხოლოდ ერთ რამემდე შეუძლია მიიყვანოს – უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობამდე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“. ერთადერთი, სადაც შეიძლება, შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
კობახიძის განცხადებით, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, ქვეყანას „უკრაინიზაცია“ ელოდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა აღკვეთა – პრემიერი>>
„თეორიულად წარმოვიდგინოთ აპოკალიპტური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში... ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან – თავისი სანქციების დაწესებით, მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ... ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“. იგივე სურათი შეგვიძლია, ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
აქართველო მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებდა – პრემიერი საერთაშორისო სანქციების დაცვაზე>>
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0