დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

© unsplash/Drew Beamerმინის ბურთი ხელისგულზე
მინის ბურთი ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 25 იანვარია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ენერგიული ვიქნებით და ეს გვაიძულებს, რთულ საქმეებს შევეჭიდოთ. ფორტუნა კი აუცილებლად დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. აუცილებელია შემოქმედებითი დამოკიდებულება როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში - ასე ცვლილებებსა და ახალ შესაძლებლობებს მივიზიდავთ.
არაა გამორიცხული, საინტერესო ადამიანს შევხვდეთ, რომელიც დაგვეხმარება, რომ ნივთებსა და მოვლენებს სხვა კუთხით შევხედოთ. ბევრი პრობლემა აღარ მოგვეჩვენება ძალიან სერიოზულად. საღამოს გართობისა და ზეიმის დროა.
ვერძი: რომანტიკის დღე გაქვთ - შეიყვარეთ, გაეცით სიყვარული და არ დამალოთ თქვენი გრძნობები. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად შემოქმედებით საქმიანობას მიხედოთ. ასტროლოგები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფულის დახარჯვისგან - დღეს ყველაფრის ყიდვის სურვილი გაქვთ და თუ ამ სურვილს აჰყვებით, ხვალ ცარიელი ჯიბით გაიღვიძებთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები
კურო: სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება და ბედი ახალ შანსებს გაძლევთ. დროა, მიზნების დაისახოთ და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. კარგი დღეა შემოქმედებისთვის - შესაძლოა, რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი შექმნათ. გზაზე საინტერესო ადამიანი შეიძლება შეგხვდეთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედოთ.
ტყუპი: დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, რომ ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ მომავალში და ამისთვის ნიადაგის შექმნა დღესვე უნდა დაიწყოთ. დაისახეთ ახალი მიზნები, გაანაწილეთ დრო და თვალი მიადევნეთ საქმეების განვითარებას. შეიძლება შეგხვდეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
კირჩხიბი: ყველაფერი იცვლება და ახალ ვითარებაზე მორგება გიჭირთ. ეცადეთ იაქტიუროთ და იჩქაროთ - შესაძლებლობები თქვენ არ დაგელოდებათ. ფულის ხარჯვა არარეკომენდებულია - შესაძლოა, ისე დაგეხარჯოთ, რომ ვერც კი მიხვდეთ, რაში. თვალი მიადევნეთ მეგობრებს - არაა გამორიცხული, თქვენ გარემოცვაში მოღალატე აღმოჩნდეს.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
ლომი: საჭიროა კონკურენციაში ჩაბმა - აჩვენეთ მეტოქეებს, რა შეგიძლიათ და რა უნარები გაგაჩნიათ. ფრთხილად იყავით ქარიზმატულ პიროვნებებთან - მათ მომავალში შეიძლება დაგაღალატონ. ასტროლოგები გირჩევენ, იაქტიუროთ ადამიანებთან, კომპანიის სული და გული გახდეთ - ამის ყველანაირი შანსი გაქვთ - საინტერესო ისტორიები, ხუმრობები და ხიბლი.
ქალწული: დღეს სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, გახდებით გაჭირვებაში ჩავარდნილების მხსნელი, მათი ფსიქოლოგი. ახლობლების მხარდაჭერისთვის კარმა მომავალში რაღაც საოცარით დაგაჯილდოებთ - უბრალოდ, უნდა დაელოდოთ. ასტროლოგები მუშაობას და შემოქმედებით საქმიანობას გირჩევენ - გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი.
სასწორი: ეცადეთ, ეს დღე კულტურულ ატმოსფეროში გაატაროთ. ეწვიეთ მეგობრებთან ერთად სამხატვრო გალერეას, თეატრს... ეს თქვენში გააძლიერებს შემოქმედებით სულს, რაც დაგეხმარებათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. საღამოს კარგი იქნება რომანტიკული საღამოს მოწყობა საყვარელი ადამიანისთვის. ამით მას ძალიან გაახარებთ და თქვენი ურთიერთობები უფრო მტკიცე გახდება.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ყველანაირ ზეწოლას უძლებენ
მორიელი: თქვენი ცხოვრება იცვლება და შესაძლოა, ვითარებებზე მორგება გაგიჭირდეთ. ცოტა აჩქარდით, იაქტიურეთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობები. ასტროლოგები ამბობენ, რომ დიდი შანსი გაქვთ, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც დაგეხმარებათ, ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედოთ.
მშვილდოსანი: მეგობრები დიდ სიხარულს მოგიტანენ, მათი მხარდაჭერა განწყობას შეგიქმნით, მომავლის იმედს მოგცემთ. და მომავალი მართლაც კარგი გელოდებათ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ პირად ცხოვრებაშიცა და სამუშაოზეც. შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, გარისკვა რაღაც საკითხებში. არაა გამორიცხული, შეხვდეთ ძალიან საინტერესო ადამიანს. რომელიც მოვლენებს სხვა თვალით დაგანახებთ.
თხის რქა: ბედი კარგ საჩუქარს გიმზადებთ, მაგრამ მის გახსნას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა წარსულ საქმეებს დაასრულებთ. ასე რომ, იჩქარეთ, საკითხები სწრაფად გადაწყვიტეთ. ასტროლოგები აცხადებენ, რომ დღეს შეიძლება გზაზე ძალზე საინტერესო ადამიანს გადაეყაროთ, რომელიც ცხოვრებას სულ სხვა თვალით დაგანახებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მერწყული: რეკომენდებულია იმიჯის შეცვლა - ახალი ვარცხნილობა ან ტანსაცმლის სტილი განწყობას აგიმაღლებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ასე რომ, გარისკვა მართლა ღირს. ურთიერთობები რთული იქნება, მაგრამ ეცადეთ, კამათში არ ჩაებათ, რათა ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ხელი მტკიცედ ჩასჭიდეთ შანსებს, რომელიც საკმაოდ ბევრი მოგეცემათ.
თევზები: მოგიწევთ სხვებზე აწყობა. არ გიყვართ „სხვის დაკრულზე ცეკვა", მაგრამ დღეს ეს აუცილებელია - ეს კარიერულ წარმატებებს მოგიტანთ. სხვათა შორის, სამსახურში ყველაფერი იცვლება და მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ამას ფეხი აუწყოთ. შეიძლება შეგხვდეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედოთ.
ყველა ახალი ამბავი
0