საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობენ

© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლების მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობენ, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ემინ ამრულაევის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამილახვარი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება. საქართველოს განათლების მინისტრმა ამრულაევთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა ასევე მადლობა გადაუხადა ემინ ამრულაევს მასპინძლობისთვისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა თანამშრომლობა განათლების სფეროში.
ახალგაზრდობის საქმეებს კვლავ განათლების სამინისტრო მიხედავს>>
შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობას.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0