ახალგაზრდობის საქმეებს კვლავ განათლების სამინისტრო მიხედავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ განათლების სამინისტრო ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტიურობას მოიცავს.
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება 2024 წლის 1–ელი იანვრიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავიდა. ამიერიდან უწყებას ახალი სახელწოდება აქვს – განათლების, მეცნიოერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
უფრო ადრე მთავრობამ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ განათლების სამინისტრო თავისი პროგრამებით, სკოლიდან დაწყებული და პროფესიული და უმაღლესი განათლებით დამთავრებული, ასევე მოიცავს სხვადასხვა აქტივობას ახალგაზრდობისთვის.
ეს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობასთან მუშაობის გაძლიერების მესამე მცდელობაა.
2018 წელს სამთავრობოსტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი ფუნქციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეითავსა. მაშინ შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო.
თუმცა, 2021 წელს უწყება ორად გაიყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0