ცათამბჯენების მშენებლობა თბილისის ცენტრში - „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის სტატუსი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია დაიყო შესაბამის ზონებად, რომლებიც განაშენიანების გეგმით არის გათვალისწინებული
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ აუზის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსი განაშენიანების გეგმის მიხედვით შეცვალა.
აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების გეგმა, რომელიც ორ ცათამბჯენებს მოიცავს, გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.
„სუფთა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება იყო. აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მათ შორის ნაწილს სატრანსპორტოსიც. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით შეიცვალა, რომელიც გასულ წელს მივიღეთ”, -აღნიშნა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
სკანდალი ცათამბჯენების გამო - ხელისუფლება კრიტიკას კრიტიკით პასუხობს>>
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
რა ელოდება „ლაგუნა ვერეს"
თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება. ამ სამუშაოებს კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი" შეასრულებს. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0